ქალინი: „ისრაელის დევნა იერუსალიმში 70 წელია გრძელდება“

თურქეთი პალესტინაში, პალესტინელების დასაცავად „სამშვიდობო ძალები“-ს გაგზავნას მხარს დაუჭერს

ქალინი: „ისრაელის დევნა იერუსალიმში 70 წელია გრძელდება“

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინამ ერთ-ერთ კერძო რადიოსთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგი შეაფასა. ქალინმა აღნიშნა, რომ იერუსალიმთან დაკავშირებით ისრაელის დევნა 70 წელია გრძელდება და ამ ყველაფერს მთელი მსოფლიო კარგად ხედავს. მისივე თქმით,  14 მაისს აშშ-ს მხრიდან ისრაელის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის დღეს მომხდარი ისტორიაში „სისხლიანი ორშაბათი“ ასე ჩაიწერება. „იმ დღეს აშშ-ს მთავრობამ ახლო აღმოსავლეთში პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის როლის ფუნქცია მთლიანად დაკარგეს. ამის შემდეგ მათ ისრაელ-პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ორ სახელმწიფოებრივ ფორმატის შესახებ  მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება აღარ შეუძლიათ. ამ ყველაფერს თვით პალესტინელებიც აღიარებენ. ტრამპის მთავრობა უკვე თვეებია აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ახალ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ, რომლის შესახებ არავის აწვდიან ინფორმაცის. განვითარებულ მოვლენებს, რომ ვაკვირდებით მას მშვიდობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, განაცხადა ქალინმა. მან ისიც დაამატა, რომ პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ყველაზე დიდ ჯაფას პრეზიდენტი ერდოღანი წევს.  პრესსპიკერმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ პალესტინაში,  პალესტინელების დასაცავად „სამშვიდობო ძალები“-ს გაგზავნას მხარს დაუჭერენ.



მსგავსი ინფორმაციები