თურქეთმა ინდოეთში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა, ინდოეთის პროვინცია ჩატისგარში მომხდარი ტერაქტი დაგმო

975489
თურქეთმა ინდოეთში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა, ინდოეთის პროვინცია ჩატისგარში მომხდარი ტერაქტი დაგმო.

ტერაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „მწუხარებას გამოვთქვამთ ინდოეთის პროვინცია ჩატისგარში მომხდარი ტერაქტის დროს 7 პოლიციელის დაღუპვის გამო. ვგმობთ ტერაქტს და დაღუპულების ოჯახებსა და მთლიანად ინდოეთის მოსახლეობას სამძიმარს ვუცხადებთ.“

ინდოეთის აღმოსავლეთში გუშინ მაოისტი ამბოხებულების მიერ გზაზე დამონტაჟებული ბომბი პოლიციელთა მანქანის გავლის დროს ამოქმედდა, რის შედეგადაც 7 პოლიციელი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები