ჩავუშოღლუ-პომპეოს შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება

972300
ჩავუშოღლუ-პომპეოს შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ამერიკელ კოლეგა, მაიკ პომპეოს 4 ივნისს აშშ-ში შეხვდება. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ჩავუშოღლუ-პომპეოს შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება. ორი ქვეყნის დიპლომატი შეხვედრაზე სირიასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე, ორმხრივ ურთიერთობებზე,  ტერ ორგანიზაცია PKK-ს და ფეტოს ტერ-ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს განიხილავენ. ჩავუშოღლუ-პომპეოს შეხვედრა ადრე,  27 აპრილს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე შედგა.



მსგავსი ინფორმაციები