თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს ტერორისტებისადმი მხარდაჭერა შეწყვიტოს

თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს ტერორისტებისადმი მხარდაჭერა შეწყვიტოს

959358
თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს ტერორისტებისადმი მხარდაჭერა შეწყვიტოს

თურქეთმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს  კიდევ ერთხელ მოუწოდა შეწყვიტოს ტერ ორგანიზაციებისადმი მხარდაჭერა. თურქეთის იუსტიციის  სამინისტრომ,  აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს,  საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი სავსეა ცალმხრივი კომენტარებით. „აშშ-ს კიდევ ერთხელ ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია,  FETÖ-ს წევრების შეფარვის   და სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PKK/PYD-YPG-ს მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებთ. ანგარიშში გამოყენებული ენა და სტილი დიპლომატიური ხასიათის ზღვარს სცდება, რადგან იგი სავსეა ცალმხრივი კომენტარებით. აშშ-ს ასევე  სისტემური დარღვევების და უკანონო ქმედებების გამო, საკუთარ წარსულზე გადახედვისკენაც მოუწოდებთ“, ნათქვამია იუსტიციის  სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები