ჩავუშოღლუმ ბელგიელი კოლეგა PKK-ს საკითხთან დაკავშირებით გააფრთხილა

თურქი მინისტრი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერესსაც შეხვდება

ჩავუშოღლუმ ბელგიელი კოლეგა PKK-ს საკითხთან დაკავშირებით გააფრთხილა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ  გამართულ „ახალგაზრდობა, მშვიდობა და უსაფრთხოება“ სახელწოდების სხდომაზე მონაწილეობის მიზნით   აშშ-ს ქალაქ,  ნიუ იორკში ჩასულმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმ თავის ბელგიელ კოლეგა,    დიდიე რეინდერსის შეხვდა და მათ ქვეყანაში სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK-ს მზარდი ქმედებები შეახსენა რა, ამის საწინააღმდეგოდ ეფექტური ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  ჩავუშოღლუ-რეინდერსის შეხვედრას გაეროში თურქეთის მუდმივი წარმომადგენელი, ფერიდუნ სინირლიოღლუ და თურქეთის ელჩი ვაშინგტონში სერდარ ქილიჩიც ესწრებოდა. დიპლომატიური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის,  თანახმად შეხვედრის დროს ჩავუშოღლუმ თავის ბელგიელ კოლეგა რეინდერსს თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  YPG/PKK-ს წინააღმდეგ ჩატარებული „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თურქი მინისტრი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერესსაც შეხვდება. 



მსგავსი ინფორმაციები