თურქი ჯარები ანტიტერორისტულ ბრძოლას ქვეყნის შიგნითაც აგრძელებენ

ლიკვიდირებული 16 სეპარატისტიდან 1 წითელი ბიულეტენით იძებნებოდა

თურქი ჯარები ანტიტერორისტულ ბრძოლას ქვეყნის შიგნითაც აგრძელებენ

 

თურქმა ჯარისკაცებმა წითელი ბიულეტენით ძებნილი PKK-ს წევრი ტერორისტის განეიტრალება მოახდინეს. თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბიდან გავრცელებული ინფორმაციით, 6-16 აპრილს შორის, აღრის მთის რეგიონში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 16 სეპარატისტის განეიტრალება მოხდა და მათი იდენტიფიკაციის დროს დადგინდა, რომ  ერთ-ერთი, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წითელი ბიულეტენით ძებნილ ტერორისტთა სიაში იმყოფებოდა, რადგან მას მრავალ ტერაქტებში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. ამავე განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაცია აღრის მთის რეგიონში გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები