ერდოღანმა სტამბოლში განცხადება გაავრცელა

“საარჩევნო კამპანიას უახლოეს დღეებში დავიწყებთ“

ერდოღანმა სტამბოლში განცხადება გაავრცელა

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, რომელიც ამავე დროს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავჯდომარესაც წარმოადგენს, განაცხადა, რომ ისინი   24 ივნისისათვის დანიშნული ვადამდელი არჩევნების კამპანიას უახლოეს დღეებში  დაიწყებენ.

სტამბოლში, ჟურნალისტებთან საუბარში ერდოღანმა განაცხადა, რომ ამჟამად საარჩევნო მანიფესტზე მუშაობენ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა მისი მომზადება დაასრულონ სტამბულის კონგრესისათვის.

მისივე თქმით, გუშინ მან სპეციალური შეკრება ჩაატარა თავის თანაპარტიელ პარლამენტარებთან და საარჩევნო გრაფიკის მომზადებაზეც ისაუბრეს.

"ჩვენ კვლავ ვგეგმავთ შიდა პარტიული კვლევის ჩატარებას და პარასკევს (27 აპრილს), ჩვენი პარტიის  საოლქო თავჯდომარეებთან გაფართოებულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილავთ საგზაო რუკას, რის შემდეგაც ხელებს დავიკაპიწებთ და სტარტს მივცემთ საარჩევნო კამპანიას“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები