თურქეთმა არაბთა ლიგის მოწოდება დაგმო

თურქეთმა არაბთა ლიგის მოწოდება დაგმო

953894
თურქეთმა არაბთა ლიგის მოწოდება დაგმო

თურქეთმა, არაბთა ლიგის სამიტზე, სირიის აფრინის რეგიონიდან,  თურქეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შესახებ გაკეთებული მოწოდება დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „სირიაში კრიზისის დაწყებიდან დღემდე თურქეთის მხრიდან  ძალადობის, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და მილიონობით ლტოლვილისათვის გაწეული დახმარების არ დანახვა მართლაც და სავალალოა. საუდის არაბეთში გამართულ არაბთა სამიტზე,  თურქეთის შეიარაღებული ძალები აფრინის რეგიონიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, სირიაში არსებულ კრიზისის მოგვარებას არანაირად  არ ემსახურება რა, ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს მიზანი კარგად არ არის გათვითცნობიერებული. ჩვენი იქ ყოფნის მიზანი,  ტერ ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის დანაწევრების აღკვეთა და სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა“.



მსგავსი ინფორმაციები