აქტუალური თემის ანალიზი 12/2018

თურქეთის გამარჯვება აფრინში

აქტუალური თემის ანალიზი 12/2018

აქტუალური თემის ანალიზი 12/2018

აქტუალური თემის ანალიზი 12/2018

თურქეთის გამარჯვება აფრინში

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

აფრინის რეგიონის ტერორისტებისგან გასაწმენდად და რეგიონის ადგილობრივი ხალხისათვის ჩასაბარებლად დაწყებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში 85 დღეში აფრინის ქალაქის ცენტრი და მიმდებარე სოფლები თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და ეროვნული არმიის ძალებმა გაათავისუფლეს. აფრინის ცენტრის ტერორისტებისგან გაწმენდა სამხედრო და პოლიტიკური კუთხით გაკვეთილის მნიშვნელობის მატარებელია და ასევე რეგიონში შეცვლის ბევრ ბალანსს. აფრინის წარმატება დომინოს ეფექტს შექმნის. 

სირიის ომის დაწყებიდან 7 წელი გავიდა და აფრინის PKK/YPG-ს ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდა სირიის ომში ჩარეული ყველა მოთამაშისთვის ადამიანური კუთხით გაკვეთილის მნიშვნელობისაა. სირიაში ასადის რეჟიმის და რეჟიმის მომხრე შეიარაღებული ჯგუფების მიერ სამოქალაქოების დაბომბვები, მათზე ძალადობა, ბლოკადაში მოქცევა და მათი მშიერი დატოვება, მსოფლიო საზოგადოების თვალწინ მოხდა. რეჟიმის მიერ სამოქალაქოების წინააღმდეგ აკრძალული ბარელის ბომბების და აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებასთან ერთად რუსეთმა ნაპალმის და კასეტური ბომბები გამოიყენა. ირანმა კი მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან ჩაყვანილი უცხოელი მებრძოლებით სირიაში ომის ბევრი დანაშაული ჩაიდინა. 

მეორეს მხრივ, აშშ-მა და YPG-მ სირიის ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში ადამიანებს გადასახლება აიძულეს და რეგიონში შიშის იმპერია შექმნეს. YPG-მ მათი მოწინააღმდეგე სამოქალაქოების დასჯისთვის აშშ-ს მიერ მიცემული კოორდინატებით მათი სახლები დაბომბა და ბევრი პატიმარი საპყრობილეში აწამა, YPG-ს ერთპარტიული მმართველობის მოწინააღმდეგე სირიელი ქურთები მოკლა, დააპატიმრა ან გადაასახლა. აშშ-მა კი სირიაში ფოსფორის ბომბები გამოიყენა და რაკკა მიწასთან გაასწორა. რაკკა ისევ მოჩვენებების ქალაქია და სამოქალაქოები რეგიონში ისევ არ დაბრუნებულან. რაკკა აშშ-მა დაანგრია და მიუხედავად ამისა რეგიონის აღდგენისათვის საჭირო ინვესტიციებს არ ახორციელებს.

სირიაში 7 წლის მანძილზე ომის დრო ბევრი სისასტიკე მოხდა. დეაშ-ის ბარბაროსულმა ტერაქტებმა შოკის ეფექტი გამოიწვია, თუმცა ყველზე მეტი სამოქალაქო პირი რეჟიმის, რუსეთისა და აშშ-ს საჰაერო დაბომბვების დროს დაიღუპა. თურქეთის და თავისუფალი სირიის არმიის ნაწილებისგან შემდგარმა ეროვნული არმიის ძალებმა ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს და წინა ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ სირიასა და მსოფლიოში ყველა მოთამაშეს ჰუმანიტარული და სამხედრო კუთხით დიდი გაკვეთილი ჩაუტარა. რაკკასა და მოსულის აშშ-ის მიერ ნანგრევებად გადაქცევის, ალეპოსა და აღმოსავლეთ გუტას რუსეთის მიერ მიწასთან გასწორების და ჰუმუსის და ზაბადანის ასადის რეჟიმის მიერ განადგურების საპირისპიროდ თურქეთმა და ეროვნულმა არმიამ აფრინი თითქმის ნგრევის გარეშე გაწმინდა ტერორისტული ელემენტებისგან.  

სირიაში 7 წლის ომის მანძილზე ოპერაციების „ზეთისხილის რტო“-სა და „ევფრატის ფარი“-ს მსგავსი მცირე დანაკარგით და ნგრევით დასრულებული ოპერაცია არ ჩატარებულა. რეგიონში თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ეროვნული არმიის ძალებს სხვების მსგავსად სამოქალაქოებზე შური არ უძევიათ და ისინი დაცვის ქვეშ აიყვანეს. ოპერაციის დროს გამოჩენილი სენსიტიურობა სამოქალაქოების მიმართ სამაგალითოა. აშშ-ს რაკკას ოპერაციის დროს „ზეთისხილის რტო“-ს და „ევფრატის ფარი“-ს დროს გამოჩენილი სენსიტიურობა რომ გამოეჩინა, ასი ათასობით სამოქალაქო პირი და დევნილები რაკკაში დაბრუნდებოდა. ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ სირიაში ბალანსებსაც შეცვლის. ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ ტერორისტებისგან გაწმენდილ რეგიონებსა და იდლიბში სირიელი ოპოზიციონერების კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებს შორის კონტაქტი დამყარდა. ამგვარად, სირიის ოპოზიცია ასტანის, სოჭისა და ჟენევის პროცესებში უფრო გაძლიერდა. ამასთანავე ეროვნულის არმიის პირდაპირ სირიის დროებითი მთავრობის დაქვემდებარებაში ყოფნა სირიის ოპოზიციის სამხედრო და პოლიტიკურ ფრთებს აძლიერებს.

დამატებით, ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-სთან ერთად მედიის მიერ გაბერილი YPG-ს ბუშტიც გასკდა. უპირველეს ყოვლისა დამტკიცდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება იდეა YPG-ს სამხედრო კუთხით „ყველაზე ეფექტური ადგილობრივი ძალის“ შესახებ. უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ YPG სირიელი ქურთების წარმომადგენელი არ არის და მას ადგილობრივი ხალხი მხარს არ უჭერს. როგორც გაეროს ასევე უპილოტო საფრენი აპარატებიდან გადაღებული კადრებით დამტკიცდა, რომ აფრინის რეგიონში მცხოვრებ სამოქალაქოებს YPG-ს კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან გაქცევის მცდელობისას YPG-ს მილიტანებმა მათ ხელი შეუშალეს. ცხადია, რომ აფრინის წარმატებული ოპერაცია დომინოს ეფექტით PKK-ს ხელში მყოფ სხვა რეგიონებსაც დაარტყამს. უპირველეს ყოვლის განმტკიცდება აღქმა, რომ PKK სერიოზული სამხედრო ძალა არ არის და მხოლოდ ამერიკის მხარდაჭერით დგას ფეზხე. PKK-ს ზეწოლის ქვეშ მყოფი მენბიჩის  თაოსნობით ევფრატის აღმოსავლეთით მცხოვრებმა არაბულმა საგვარეულოებმა მობილიზება დაიწყეს. უკვე არაბები PKK-ს წინააღმდეგ ამბოხის დაწყებამდე მივიდნენ.  



მსგავსი ინფორმაციები