დღეს ჩანაქკალეს ბრძოლაში გამარჯვების დღეა

დღეს ჩანაქკალეს ბრძოლაში გამარჯვების დღეა

canakkale toren1.jpg

18 მარტი,  ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლის გამარჯვების და შეჰიდების ხსოვნის დღეა. ამ დღის   103-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩანაქკალეში ცერემონია გაიმართა. რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ცერემონიალს მთავრობის სახელით  თავდაცვის მინისტრი, ნურეთთინ ჯანიქლი, თურქეთის შეიარაღებული ძალების სახელით დარდანელის სრუტის გარნიზონის მეთაური ადმირალი,  მითაჰ ქემალ ალგული,  ჩანაქკალეს გუბერნატორი ორჰან თავლი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ათათურქის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ცერემონიალზე დამსწრეებმა  წუთიერი დუმილის შემდეგ თურქეთი ეროვნული ჰიმნი შეასრულეს და ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგეს. მეორეს მხრივ,  ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლის გამარჯვების და შეჰიდების ხსოვნის 103-ე წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის ფეხბურთის, კალათბურთის და  ფრენბურთის ფედერაციებმა  და საფეხბურთო კლუბებმა  ამ დღესთან დაკავშირებით მესიჯები გაავრცელეს.



მსგავსი ინფორმაციები