გლობალური პერსპექტივა 11

​​​​​​​ჩანაქკალე დაუმარცხებელია, კაცობრიობა არ დაეცემა

გლობალური პერსპექტივა 11

გლობალური პერსპექტივა 11.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ჩანაქკალე დაუმარცხებელია, კაცობრიობა არ დაეცემა

 

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

 

ქვეყნების ისტორიაში, ბედზე დამოკიდებული ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები არსებობს. ეს მოვლენები ხანდახან მსოფლიო ისტორიასაც ცვლის. მიმდინარე წლის 18 მარტს  ჩანაქკალეს ბრძოლაში გამარჯვების 103-ე წლისთავი აღინიშნება რა, სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ეს ბრძოლა.  ამ ბრძოლის მიზანი სტამბოლის დაპყრობა, ოსმალეთის სახელმწიფოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება, ზღვებში, მეფის რუსეთის ძალების განლაგება და სხვა ქმედებები იყო. ამისათვის ანტანტის ქვეყნებმა ასი ათასობით ჯარი ჩანაქკალეში შეიყვანეს. ზღვის გასვლისათვის  მთელი ძალით განახორციელეს თავდასხმა. მაგრამ, მათ ეს ვერ მოახერხეს და სახმელეთო თავდასხმაზე გადავიდნენ. მაგრამ,  მიუხედავად ტექნიკური უკმარისობისა, ოსმალეთის არმიამ  სამშობლო,  მთელი რწმენით დაიცვა.  

ბრძოლა 1915 წლის თებერვალში დაიწყო და იმავე წლის დეკემბერში დასრულდა. ამ ბრძოლიდან  ასი ათასობით მკვდარი, დაკარგული, ტყვე და დაშავებული დარჩა რა, ჩვენთვის შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის ყველაზე დიდი ტკივილი გახლდათ.  წინა ბრძოლებში დაღუპული სამხედროების გამო ჩანაქკალეს ბრძოლაში ძალიან ბევრი მოზარდებიც გაიწვიეს. ამიტომ ეს ბრძოლა „თხუთმეტიანების ომადაც“ მოიხსენიება. ამის შესახებ მრავალი სიმღერა და ლექსიც  არის დაწერილი.  

 

მეჰმეთაქიფერსოიჩანაქკალესგმირებისათვისმიძღვნილლექსშიმათგმირობასასეაღწერს:

ძველ სამყაროში, ახალ სამყაროში, ყველა  ჯარისკაცი მომაკვდავია,

დუღს ქვიშის მსგავსად, წარღვნის მსგავსად, ველი  გადაჭედილა მეომრებით.

მთელი მსოფლიოს ჯარების წინაშე გმირულად დგას,

ავსტრალიელი ჯარისკაციც არის აქ და  კანადელიც!

განსხვავებული სახეები, განსხვავებული ფერები და განსხვავებული ენები;

ერთი საერთო  ტკივილის წინაშეა ყველა: მსოფლიო ომი

----------

ეი,  სამშობლოსათვის დაღუპულო ჯარისკაცო!

ღირსი ხარ შენი წინაპარი ციდან ჩამოვიდეს და გაკოცოს შუბლზე.

შენ იმდენად ძლიერი ხარ, რომ შენმა სისხლმა გადაარჩინა თევჰიდი... (ისლამის ძირითადი პრინციპი, იბრაჰიმისეული ერთღმერთიანობა)

შენ მხოლოდ ბედრის ბრძოლის გმირები თუ შეგედრება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ომში ოფიციალური ჩანაწერები არ არსებობდა, სავარაუდოდ ოსმალეთის არმიიდან  250 ათასი ჯარისკაცი შეჰიდი გახდა, რომელთაგან უმრავლესობა, საშუალო სკოლის მოსწავლეები,   უნივერსიტეტის სტუდენტები ან კიდევ სხვა უმაღლეს კურს დამთავრებულები გახლდათ. ამდენი განათლებული ადამიანის დაღუპვის პრობლემამ მომდევნო წლებშიც იჩინა თავი.  ოსმალეთის არმიაში მის საზღვრებში ან კიდევ მეგობარი ქვეყნების მრავალი ახალგაზრდა იყო გაწევრიანებული, მათ შორის ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის და კავკასიის ქვეყნებიდანაც. ახლა კი კოსოვოდან ბატონ ილიასის მონათხრობი მინდა გადმოქცეთ. მისი სოფლიდანაც ჩანაქკალეს ბრძოლაში მონაწილე მრავალი ახალგაზრდა იყო ჩართული, მაგრამ ბრძოლის დასრულების შემდეგ უკან მხოლოდ სამი ჯარისკაცი დაბრუნდა,  დანარჩენი   ყველა კი  შეჰიდი გახდა. ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ის სამი ჯარისკაცი ძალიან დამწუხრებულნი იყო, რადგან მეგობრების დაღუპვის გამო  ადგილობრივებისთვის რა უნდა ეთქვათ არ იცოდნენ. დაღუპულ ჯარისკაცებს კი მშობლები, მეუღლეები, ბავშვები,  მეგობრები ნათესავები და სხვები ელოდნენ.  მათ, სოფლებში პირდაპირ დაბრუნება არ სურდათ რადგან, იცოდნენ, რომ მათი მხრიდან მიცემული ამბავი დიდ ტკივილს გამოიწვევდა.  ამიტომ სოფლებში გარკვეული პერიოდით შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პირველი ჯარისკაცის შესვლის დროს როგორც მოსალოდნელი იყო ყველამ ჰკითხა თუ სად იყვნენ დანარჩენი ჯარისკაცები. ჯარისკაცმა კი ასეთი პასუხი გასცა: „დაბრუნდებიან, დაბრუნდებიან“. ერთი კვირის შემდეგ მეორე ჯარისკაცი შევიდა სოფელში, რომელსაც იგივე კითხვები დაუსვეს თუ სად იყვნენ დანარჩენები. მანაც იგივე პასუხი გასცა როგორც პირველმა. ჯარისკაცები ასეთი საქციელით სოფლელების შეგუებას შეეცადნენ. 

ჩანაქკალეს ბრძოლა იმპერიალისტური ძალების წინააღმდეგ,  ჩაგრული ერების ოსმალეთის არმიაში გაწევრიანებით გაწეული ბრძოლა გახლდათ. ტექნოლოგიური უპირატესობით გამორჩეულ იმპერიალისტურ ძალებს, ოსმალეთის არმიაში გაწევრიანებულმა  რეგიონის ჩაგრულმა ერებმა ერთად დგომით გაუწიეს წინააღმდეგობა.  

ამ თვალსაზრისით ჩანაქკალეს ბრძოლა კაცობრიობისთვის ერთგვარი იმედის სიმბოლოა.

დღეისათვისაც გლობალური მოთამაშეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მსგავსი დაპყრობის პოლიტიკას აწარმოებენ. ამიტომ, ჩანაქკალე, ჩაგრული ერების ერთად დგომის შემთხვევაში იმპერიალისტური ძალების წინაშე გამოსვლის სიმბოლოცაა.  „დაყავი და იბატონე“-ს პოლიტიკას  მხოლოდ ერთად დგომით შეიძლება აღუდგე წინ.

ყველა სახის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ გამოსვლა რა თქმა უნდა ღირსეულია. ამასთან ერთად ისიცაა მნიშვნელოვანი თუ ამ ყველაფერს როგორი პოლიტიკით ახორციელებ. დღეისათვის იმპერიალისტური ძალების წინაშე ხშირად შურისძიების და ზიზღის პოლიტიკას ვხედავთ რაც მართლაც და სამწუხაროა.

ავსტრალიელებს და ახალ ზელანდიელებს ისტორიაში მრავალი ბრძოლა არ გადაუტანიათ, ამიტომ ჩანაქკალეს ბრძოლას ერის შექმნის მიზნით უყურებდნენ. ჩვენ,  ჩანაქკალეში მხოლოდ საკუთარი სამშობლოს ვიცავდით  და არა როგორც სხვები იქცევიან ანუ,  სხვისი ტერიტორიების ოკუპირებას ახდენენ. ჩვენ ასევე კარგად ვინც იმ ბრძოლაში ჩვენს გვერდით მებრძოლების  დაფასებაც.  ამ მოვლენასთან  დაკავშირებით ათათურქის,  ანზაკების  (ავსტრალიელი და ახალ ზელანდიელი ჯარისკაცები) მშობლებისთვის გამონათქვამები ასეთია: „შორეული ქვეყნებიდან შვილების ბრძოლაში გამომგზავნო დედებო, ნუღარ იტირებთ. თქვენი შვილები ჩვენს გულებში არიან. ისინი მშვიდად არიან და მშვიდად სძინავთ. მათ, ამ ტერიტორიებზე დაღვარეს სისხლი და აწი ჩვენი შვილები არიან“.  იმპერიალისტურმა ძალებმა შეიძლება მოკლე დროში გარკვეულ წარმატებებს და მიზნებს მიაღწიონ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ისინი წარმატებას ვერასდროს მიაღწევენ. მთავარია იმედი არ უნდა გავიცუროთ,  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები