გუშინდელ ოპერაციებში ორი ჯარისკაცი დაიღუპა

ამათგან 1 სირიაში, მეორე თურქეთში გახდა შეჰიდი

გუშინდელ ოპერაციებში ორი ჯარისკაცი დაიღუპა

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში 1 ჯარისკაცი შეჰიდი გახდა, 1 კი  დაიჭრა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: "2018 წლის 12 მარტს ჯინდერესის რეგიონში ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების დროს ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა და იგი საველე ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი“.

ამავე ინფორმაციით, კიდევ 1 ჯარისკაცი კი აღრის ოლქის დოღუბეაზითის რაიონში ქურთ სეპარატისტებთან წარმოქმნილი შეტაკების დროს დაიღუპა.

“სირიაში და თურქეთში დაღუპული ჯარისკაცების გვამები თავიანთ სამშობლოებში გაიგზავნება და იქ მოხდება მათი გასვენება“, აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები