ჩავუშოღლუ მოსკოვშია

“მენბიჩის უსაფრთხოებას თურქი და ამერიკელი ჯარები დაიცავენ“

ჩავუშოღლუ მოსკოვშია

 

ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ქალაქ მენბიჩთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ საკითხს დეტალურად განიხილავენ 19 მარტს თავის ამერიკელ კოლეგა რექს ტილერსონთან შეხვედრაზე.

“როგორც კი პკკ-ას სირიული განშტოება  YPG-ე არაბულ ქალაქ მენბიჩს დასტოვებს, მის უსაფრთხოებას ამერიკელი და თურქი ჯარისკაცები დაიცავენ, რის შესახებაც უკვე მორიგებული ვართ. კარგი შედეგების მიღწევის შემთხვევაში უსაფრთხოების ამ პრინციპს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის რაკკაში და ევფრატის აღმოსავლეთში მდებარე სხვა დასახლებებშიც დავნერგავთ. ხოლო რაც შეეხება მენბიჩის მმართველობას, იგი დაფუძნებული უნდა იყოს  ამ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის თანაფარდობაზე“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ტილერსონთან ქურთი ტერორისტებისათვის გადაცემული მძიმე იარაღების უკან დაბრუნების საკითხსაც განიხილავენ



მსგავსი ინფორმაციები