ერდოღანი მორიგ აფრიკულ ტურნეს იწყებს

იგი ალჟირს, მავრიტანიას, სენეგალს და მალის ეწვევა

917315
ერდოღანი მორიგ აფრიკულ ტურნეს იწყებს

 

პრეზიდენტის პრეს სამსახური იუწყება, რომ რ.თ, ერდოღანი მორიგ ტურნეს იწყებს აფრიკაში და ეს ტურნე 26 თებერვალს დაიწყება, რა მოიცავს ალჟირს, მავრიტანიას, სენეგალს და მალის.

ვიზიტის დროს მთავარ ყურადღებას ორმხრივ ურთიერთობების განვითარებასთან ერთად რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებსაც დაუთმობენ.

ერდოღანი ამ ქვეყნებიდან პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვევა მავრიტანიას და მალის.

აფრიკული ტურნეს ფარგლებში თურქ პრეზიდენტს პირველი გაჩერება ალჟირში ექნება, საიდანაც შემდეგ მავრიტანიას გადავა.

ერდოღანი ალჟირში და სენეგალში ბიზნეს ფორუმებსაც შეუერთდება



მსგავსი ინფორმაციები