თურქეთ-აშშ-ს შორის შესაქმნელი ერთობლივი მექანიზმის დეტალები ცნობილი გახდა

თურქეთ-აშშ-ს შორის შესაქმნელი ერთობლივი მექანიზმის დეტალები ცნობილი გახდა

915553
თურქეთ-აშშ-ს შორის შესაქმნელი ერთობლივი მექანიზმის დეტალები ცნობილი გახდა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ თურქეთ-აშშ-ს შორის ასამოქმედებელი მექანიზმის ფარგლებში სამი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჰამი აქსოიმ გასულ კვირას სამუშაო ვიზიტით ანკარაში მყოფ აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ, რექს ტილერსონის დროს  მიღებული გადაწყვეტილების  „შედეგზე ორიენტირებული მექანიზმი“-ს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთობლივი მექანიზმი მუშაობას ანკარაში ან კიდევ ვაშინგტონში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით დაიწყებს. „უმოკლეს ხანებში ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ, რომლის შედეგებსაც მალევე ვიხილავთ. პირველ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან,“ განაცხადა აქსოიმ. მისივე თქმით პირველი სამუშაო ჯგუფი,  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს და საკონსულოს საკითხებს განიხილავს, რომლების მიზანიც ორივე ქვეყანაში მყოფი პატიმრების ან კიდევ ძებნილად გამოცხადებული პირების  საქმეების შესწავლა იქნება. მეორე ჯგუფი  სირიაში ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე და მემბიჯის, ხოლო მესამე ჯგუფი სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე იმუშავებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განცხადების დროს ასევე დასძინა, რომ აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში თავდაცვის, შინაგან და იუსტიციის სამინისტროების ჩათვლით სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.  მეორეს მხრივ,  ჰამი აქსოის განცხადებით გასული წლის 22 ნოემბერს რუსეთის ქალაქ,  სოჭში გამართული სამთა სამიტის, რომელსაც თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტები ესწრებოდნენ, ამ სამიტის მეორე ეტაპი მიმდინარე წლის აპრილის თვეში თურქეთში გაიმართება. აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 16 მარტს ასტანაში გამართავენ შეხვედრას.



მსგავსი ინფორმაციები