ერდოღანმა აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 1829 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

916177
ერდოღანმა აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ წარმატებულად გრძელდება. მან ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში   კულტურის და კონგრესის ცენტრში გამართულ, კულტურის და  ხელოვნების სპეციალური დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას,  თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ  სირიის  აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ზეც გაამახვილა ყურადღება,  რომელიც მიმართულია  ტერ ორგანიზაციების, PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წევრების გასანეიტრალებლად და ასევე მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის მათი ზეწოლისგან და ძალადობისგან გასათავისუფლებლად,  მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო. პრეზიდენტის თქმით ბოლო მონაცემებით ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 1829 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. „ეს რწმენის საკითხია. ოპერაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა დეზინფორმაციები ვრცელდება არცერთს არ დაუჯეროთ. რეგიონში ანტიტერორისტულ ოპერაციებს ჩვენი სამხედროები წარმატებით  აგრძელებენ,“ განაცხადა პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები