თურქმა პრემიერმა ინტერვიუ მისცა გერმანულ DPA-ს

“ჩვენ გერმანულ ტანკებს ანტიტერორისტულ ოპერაციებში ვიყენებთ“

თურქმა პრემიერმა ინტერვიუ მისცა გერმანულ DPA-ს

 

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ინტერვიუ მისცა გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-ს და შეეხო რა სირიის აფრინის რეგიონში წარმოებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში გერმანული "Leopard 2" ტიპის ტანკების გამოყენებას, თქვა, რომ მათ გამოყენებას ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაიმე სამართლებრივი პრობლემა არ გააჩნია.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ვიყენებთ. ეს ტანკები ჩვენ სწორედ ასეთი დღეებისთვის გვჭირდება და ამიტომ ვიყიდეთ. ჩვენს საზღვრებს თუ ტერორისტები ესხმიან თავს, მათ წინააღმდეგ თუ არ გამოვიყენებთ და აბა რა დროს უნდა გამოვიყენოთ", განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ თუ გერმანია უარს იტყვის მათთვის ლეოპარდების მოდერნიზაციის დახმარებაზე, მაშინ, სხვა ალტერნატივებს გამონახავენ, უფრო მეტიც, თვითვე აწარმოებენ ტანკებს და თუ გერმანიაც მიიღებს მონაწილეობას თურქული ტანკის, "Altay"-ის წარმოებაში, მაშინ, ამით ორივე ქვეყანა დიდ სარგებელს მიიღებს, განსაკუთრებით კი გერმანია, რადგან, მნიშვნელოვანი სათადარიგო ნაწილების უმრავლესობას გერმანიიდან მიიღებენ, ხოლო მარტივ ნაწილებს კი თურქეთში დაამზადებენ.

ილდირიმმა უარყოფითი შეფასება მისცა გერმანიის მხრიდან თურქეთისათვის სამხედრო იარაღების მიწოდებაში შესაძლო შეზღუდვების დაწესებას, რადგან, მისივე თქმით, თურქეთი ნატოს წევრია და ფაქტიურად იგი იცავს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხრეთის საზღვრებს   

 

 



მსგავსი ინფორმაციები