თურქი პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე მიემგზავრება

ბერლინში მას გერმანელი კოლეგა მიიღებს

თურქი პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე მიემგზავრება

 

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა სტეფენ სეიბერტმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და თურქეთის პრემიერ მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის პირისპირი შეხვედრა ბერლინში, ადგილობრივი დროით 16.00 საათზე გაიმართება, რის დასრულების შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციაზე უპასუხებენ ჟურნალისტების კითხვებს.

ბერლინში დასრულებული შეხვედრების შემდეგ თურქი პრემიერი გერმანიის ქალაქ მიუნხენში გადავა, სადაც მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში და სავარაუდოდ მასზე სიტყვითაც გამოვა.

ბინალი ილდირიმი და მისი თანმხლები დელეგაცია მიუნხენში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან  ორმხრივ და დელეგაციათა შორისო მოლაპარაკებებსაც გამართავენ



მსგავსი ინფორმაციები