თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზეზიდან ოპერაცია დაიწყო

ოპერაციაში თავისუფალი სირიის არმიის ელემენტებიც მონაწილეობენ

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზეზიდან ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სირიის ჩრდილოეთში აფრინის რეგიონის, სადაც ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ატარებს, აღმოსავლეთით მდებარე აზეზიდან ოპერაცია დაიწყო.

სახმელეთო ელემენტების სამიზნე ტერიტორიაზე შესულ ოპერაციაში თავისუფალი სირიის არმიის ელემენტებიც მონაწილეობენ.

ამავდროულად, თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა, აფრინის ფიზიკური დაცვისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ბურსეას მთაზე დაბუდებული ტერორისტების ობიექტები დაბომბა.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბურსეას მთა აიღო.

ბურსეას ტერორისტებისგან გაწმენდით თურქეთის სასაზღვრო ხაზთან ერთად აზეზისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ საფრხე შემცირდა.  

სასაზღვრო ხაზზე თურქეთის შეიარაღებული ძალების შენაერთები დაბა ჯინდერის სოფლებში ჯელემეში, ჰემიდიეში, ჰაჯლარში, ფრერიესა და ტელ სელურში PYD/PKK-ს პოზიციებს არტილერიით ბომბავენ.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და ოპერაციის მხარდამჭერმა თავისუფალი სირიის არმიამ გუშინ აფრინის ჩრდილოეთში, ჩრდილო-დასავლეთსა და დასავლეთში 11 პუნქტი აიღო.



მსგავსი ინფორმაციები