გაერთიანებული შტაბის მეთაური ოპერაციის ფარგლებში ჰათაიში ჩავიდა

გაერთიანებული შტაბის მეთაური ოპერაციის ფარგლებში ჰათაიში ჩავიდა

893731
გაერთიანებული შტაბის მეთაური ოპერაციის ფარგლებში ჰათაიში ჩავიდა

გაერთიანებული შტაბის მეთაური არმიის გენერალი ჰულუსი აქარი ოპერაცია "ზეთისხილის ტოტის" ფარგლებში  ჰათაის რეგიონში ჩავიდა.

ჰულუსი აქარის განცხადებით ოპერაცია ტერორგანიზაციების PKK/KCK/PYD-YPG და დეაშის განეიტრალების მიზნით ტარდება და დაამატა: "თურქეთის შეიარაღებული ძალები ოპერაციას გაეროს შეთანხმების 51-ე მუხლის "თავდაცვის უფლების" და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის გადაწყვეტილებების ფარგლებში საერთაშორისო სამართლის მიერ მინიჭებული უფლებების შესაბამისად ახორციელებს, ოპერაციის დროს მხოლოდ ტერორისტების სამიზნეები იბომბება, ყველა სახის ზომა ტარდება იმისათვის რათა ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას."

მისივე თქმით ოპერაცია სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით ტარდება და ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის ტერორისტების ზეწოლისგან და ძალადობისგან გათავისუფლებაა.

არმიის გენერალმა აქარმა ოპერაციის ფარგლებში გამოჩენილი გმირობის და თავგანწირვის გამო პერსონალს მიულოცა და წარმატებები უსურვა.


საკვანძო სიტყვები: #გაერთიანებული შტაბი , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები