პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს გენერალურ მდივანს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს გენერალურ მდივანს ტელეფონით ესაუბრა

889867
პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს გენერალურ მდივანს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.

ერდოღანმა გენერალურ მდივანს განუცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ყველა სახის ზომას გაატარებენ.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, საუბრისას განხილული იქნა დეაშთან ბრძოლის გლობალური კოალიციის წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სირიის ჩრდილოეთში სეპარატისტული ტერორგანიზაცია pkk/ pyd-ს ელემენტებისგან ეგრეთ წოდებულ "სირიის საზღვრის უსაფრთხოების ძალები" შეიქმნება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამგვარი ეგრეთ წოდებული ძალის შექმნა კატეგორიულად მიუღებელია.

მისი თქმით, ამგვარი მცდელობა სირიის ერთიანობას და სტაბილურობას  არ ემსახურება და ზოგიერთი მოკავშირის ტერორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგება შეუძლებელია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენების მიმართ თურქეთი საერთაშორისო სამართლის მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლებში საჭირო ყველა ზომას გაატარებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა კი აღნიშნა, რომ თურქეთის ბუნებრივი უფლებაა დაიცვას თავი ტერორისტული თავდასხმებისაგან.

მისივე თქმით, თურქეთი ნატოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და სირიის ჩრდილოეთში აღნიშნული ეგრეთ წოდებული ძალის შექმნის საკითხზე მათთვის რჩევა არავის უკითხავს. 

საუბრის დროს პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამერიკელ უფლებამოსილებს ყველა დონეზე განუცხადებს, რომ თურქეთი მშვიდად ვერ უყურებს მისი საზღვრის მოპირდაპირე მხარეს ტერორისტული ძალების შექმნას. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი პრობლემის მოსაგვარებლად მოკავშირეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები