ევფრატის ფრთის ოპერაცია შესაძლოა აფრინით გაგრძელდეს

ევფრატის ფრთის ოპერაცია შესაძლოა აფრინით გაგრძელდეს

ევფრატის ფრთის ოპერაცია შესაძლოა აფრინით გაგრძელდეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს, თოქათში სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მე-6 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ  შესაძლოა უახლეს დღეებში „ევფრატის ფრთის“ ოპერაცია აფრინშიც გაგრძელდეს.  მან სიტყვით გამოსვლისას შესაძლო აფრინის ოპერაციაზე გაამახვილა ყურადღება  და მოკავშირეებიდან განსაკუთრებით, აშშ-ს მოუწოდა: „ამ პროცესში მოკავშირეებიდან ჩვენი მოლოდინი, მოკავშირეობის  შესაბამისად მოქმედებაა.  მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის გულწრფელობა ამ პროცესში ცნობილი გახდება. დროა ყველამ სტრატეგიული პარტნიორობის შესაბამისად ვიმოქმედოთ.  ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობთ, რომ რეგიონში ამერიკას და ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და ამის მიხედვით ერთად მოქმედების იმედსაც გამოვთქვამ. ჩვენ გვსურს, რომ ისინი თურქეთის ინტერესებს დაუჭერენ მხარს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალები აფრინის ოპერაციის დროს ტერორისტების მხარდამჭერ პოზიციას არ დაიკავებენ.“ პრეზიდენტმა თოქათში სიტყვით გამოსვლისას ფეტო ტერ ორგანიზაციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ს პენსილვანიის შტატში მცხოვრებმა ფეტოს ლიდერმა პირადი ინტერესების გამო ისლამს  დიდი ზარალი მიაყენა.



მსგავსი ინფორმაციები