თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტმა რ.თ.ერდოღანმა რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, სირიის იდლიბსა და გუტას რეგიონზე მიმდინარე თავდასხმების შეჩერებაში წვლილის შეტანა მოთხოვა.

ორმა ლიდერმა საღამოს საათებში ტელეფონით ისაუბრა.

რუსული მხარის მოთხოვნით გამართული საუბრის დროს ორმხრივი ურთერთობები ბირთვული თანამშრომლობის ჩათვლით იქნა განხილული და სირიის პრობლემა მთავარ თემას წარმოადგენდა.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამასკოს რეჟიმის იდლიბსა და აღმოსავლეთ გუტაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების სასწრაფოდ შეჩერება, ასტანის პროცესის და სოჭის კონგრესის წარმატებით დასრულებისათვის მნიშვნელობის მატარებელია.

ერდოღანმა და პუტინმა ასევე განიხილეს აქქუიუს ბირთვული ენერგიის სადგურის, პროექტ თურქული ნაკადის და ენერგო სფეროში არსებული სხვა თანამშრომლობების საკითხები. მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთობების ყველა სფეროში განვითრების თემაზე.

ლიდერებმა ასევე თურქეთსა და რუსეთს შორის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრასა და სოჭის კონგრესზე ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი საუბართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზებზე ბოლო დღეებში თავდასხმები ხორციელდება და დაამატა: „ამასთან კავშირი არც თურქ სამხედროებს და არც თურქეთის ხელისუფლებას აქვს. ვიცით ვინ დგას ამ თავდასხმების უკან.“

პუტინის თქმით, ჰმეიმიმის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის მცდელობა კარგად დაგეგმილი იყო და მისი მიზანი კი თურქეთის ჩათვლით პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებაა.

 



მსგავსი ინფორმაციები