რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ანკარას ეწვევა

რუსეთის სახელმწიფოს მეთაური, ვლადიმერ პუტინი, დედაქალაქ ანკარას ეწვევა

865564
რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ანკარას ეწვევა

რუსეთის სახელმწიფოს მეთაური, ვლადიმერ პუტინი, დედაქალაქ ანკარას ეწვევა.

პუტინი, ვიზიტის დროს პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანთან ერთად მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებს განიხილავს.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების და მის შემდეგომ განვითარებულ მოვლენების თემები.

ლიდერები ასევე ისაუბრებენ სირიის კრიზისზე, ერთობლივ ენერგო პროექტებზე და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე.

დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

პუტინი ანკარაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ეგვიპტეში გაემგზავრება.



მსგავსი ინფორმაციები