ქალინის აზრით ტრამპის გადაწყვეტილება ისტორიაში შავ ლაქად შევა

“იერუსალიმი ერთი ერის ან ერთი რელიგიის ქალაქი არ არის“

ქალინის აზრით ტრამპის გადაწყვეტილება ისტორიაში შავ ლაქად შევა

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა მონაწილეობა მიიღო ერთ ერთი ტელეარხის პოლიტიკურ პროგრამაში და შეფასება მისცა რა ტრამპის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილებას, თქვა, რომ იგი ჯერ ერთი ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში შავ ლაქად შევა, ხოლო მეორეს მხრივ მან ლეგიტიმური გახადა ისრაელის მხრიდან პალესტინელებზე განხორციელებული ზეწოლები.

“იერუსალიმის სტატუსის საკითხი მხოლოდ არაბების ან მუსლიმანების საკითხი არ არის, არამედ, იგი ებრაელების და ქრისტიანების საკითხიც არაის, რადგან, ეს ქალაქი ამ სამივე ღვთიური რელიგიისათვის წმინდას წარმოადგენს და საუკუნეების განმავლობაში ისინი მშვიდობიან ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. ამ ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ამ ქალაქის ერთი რელიგიის მიმდევრებისათვის ან ერთი ხალხისათვის გადაცემა უსამართლო და უკანონო იქნება, რაც სტარტს მისცემს ახალ უთანხმოებებს და კონფლიქტებს“, განაცხადა ქალინმა.

იგი შეეხო ისრაელის პოლიციის არა პროპორციულ  და პროვოკაციულ ქმედებებს და მის შედეგად უკვე 4 კაცის დაღუპვას, თქვა, რომ სწორედ ეს უნდათ ახლო აღმოსავლეთის არა კეთილმოსურნეებს და არაბების და ებრაელების ახლიდან წაკიდება სურთ 



მსგავსი ინფორმაციები