ანკარა შეშფოთებულია ისრაელის ძალოვანების ქმედებით

მან დაგმო გადამეტებული ძალის გამოყენება

ანკარა შეშფოთებულია ისრაელის ძალოვანების ქმედებით

თურქეთმა დაგმო ისრაელის ძალების მიერ იერუსალიმში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პალესტინელების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ იერუსალიმის სტატუსის შესახებ საერთაშორისო სამართლის დეკლარაციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების დარღვევის კვალდაკვალ საპროტესტო აქციების და დემონსტრაციების დამწყები პალესტინელების წინააღმდეგ  ისრაელის ძალები გადამეტებულ ძალას იყენებენ.

"ჩვენ ღრმად ვწუხვართ და შეშფოთებულნი ვართ ოთხი პალესტინელის სიცოცხლის დაკარგვისა და ასი პალესტინელის დაჭრის გამო. აქედან გამომდინარე ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ საპროტესტო აქციების დროს ისრაელის ძალოვანების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას", ხაზგასმულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები