ილდირიმმა ციპრასს სამძიმარი გამოუცხადა

ბინალი ილდირიმმა საბერძნეთის პრემიერს ატიკას რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულების გამო მიუსამძიმრა

849317
ილდირიმმა ციპრასს სამძიმარი გამოუცხადა

პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირიმმა, საბერძნეთის პრემიერს, ალექსის ციპრასს, საბერძნეთის ატიკას რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულების გამო მიუსამძიმრა.

პრემიერის პრესცენტრში გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, პრემიერმა ილდირიმმა საბერძნეთის პრემიერს ციპრასს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წყალდიდობის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

თურქი პრემიერი წერილში აღნიშნავს, რომ თურქეთი ამ რთულ დღეებში საბერძნეთს თანადგომას უცხადებს და მხაზ არის დახმარების გასაწევად.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #საბერძნეთი , #წყალდიდობა

მსგავსი ინფორმაციები