ერდოღანმა დღის წესრიგი შეაფასა

“22 ნოემბერს სოჭში სამთა სამიტი გაიმართება“

ერდოღანმა დღის წესრიგი შეაფასა

ერდოღანმა გასულ დღეებში ზედიზედ სამ ქვეყანაში, რუსეთში კუვეიტში და კატარში იმოგზაურა და მის თანმხლებ ჟურნალისტებთან ეს მოგზაურობა შეაფასა რა, თქვა, რომ აშშ-მა, სირიაში ვითომც და DEAŞ-ის წინააღმდეგ მებრძოლ ქურთულ ტერ ორგანიზაციებს, PKK- PYD-YPG-ს სერიოზული ოდენობის ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია.

“ამერიკის დახმარებით ქურთებმა არაბები გაყარეს ქალაქ მუნბიჩიდან და ეს ქალაქი მიისაკუთრეს, შემდეგ კი იგივე განმეორდა ქალაქ რაკკაშიც. თუ ამერიკა გულწრფელია თავის ქმედებაში, მაშინ, ეს ორივე ქალაქი უნდა დაუბრუნდეს მის ნამდვილ პატრონებს, არაბებს“, განაცხადა ერდოღანმა.

ასტანის სამშვიდობო პროცესზე საუბრისას მან თქვა, რომ თურქეთ-რუსეთ-ირანის მონაწილეობით მიმდინარე ამ პროცესის გაგრძელება სურთ მომავალშიც.

“ჩვენ, ამ სამი ქვეყნის ლიდერები 22 ნოემბერს სოჭში მინი სამიტს გავმართავთ და სირიის საკითხს ახლიდან გადავხედავთ. ჩვენ რუსეთისგან მოცემულ დაპირებას, რუსი სამხედროების ქალაქ აფრინიდან გასვლას ვითხოვთ, მაგრამ, ეს დაპირება ჯერ არ შეუსრულებიათ. იქიდან შეიძლება შესაძლო თავდასხმები განხორციელდეს თურქეთზე და ამიტომ პუტინი მომავალ შეხვედრაზე ალბათ გაგებით მოეკიდება ანკარის ამ შეშფოთებას“, აღნიშნა თურქმა პრეზიდენტმა და დაამატა რომ, მათ არ სურთ რუსეთის მხრიდან მოწვეულ სირიის ეროვნულ კონგრესში მონაწილეობა მიიღონ ქურთული დაჯგუფებების წარმომადგენლებმა  

 



მსგავსი ინფორმაციები