ერდოღანი კუვეიტის ემირმა მიიღო

მხარეებს შორის ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას

847426
ერდოღანი კუვეიტის ემირმა მიიღო
erdogan kuveyt es-sabah.jpg

რუსეთში დასრულებული ვიზიტის შემედგ რ.თ. ერდოღანი კუვეიტში გაფრინდა, სადაც მას ოფიციალური დახვედრა მოუწყო ამ ქვეყნის ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ელ ჰალიდ ელ საბაჰმა.

აეროპორტიდან კუვეიტის სახელმწიფო რეზიდენციაში გადასულმა ერდოღანმა ჯერ ამ ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარე მერზუქ ელ განიმი, შემდეგ პრემიერმინისტრი შეიხ ჯაბირ ელ მუბარექ ელ ჰამად ელ საბაჰი მიიღო და ეს შეხვედრები დახურულ კარს მიღმა წარიმართა რა, განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

ამის შემდეგ თურქ პრეზიდენტს საზეიმო ცერემონიით მიღება გაუმართა კუვეიტის ემირმა, შეიხ ეს საბაჰმა და ამ შეხვედრის დასრულების კვალდაკვალ, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ დელეგაციის წევრები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერდოღანმა და ეს საბაჰმა ხელი მოაწერეს  “სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, “პირდაპირი ინვესტიციების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“  მემორანდუმს და “მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას



მსგავსი ინფორმაციები