თურქი პრემიერი ვაშინგტონიდან ნიუ ორკში გადავიდა

აქ მას პირისპირი შეხვედრა ჰქონდა გუტიერესთან

თურქი პრემიერი ვაშინგტონიდან ნიუ ორკში გადავიდა

აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა დაასრულა შეხვედრები ვაშინგტონში და აქედან ნიუ ორკში გადავიდა, სადაც მას პირისპირი შეხვედრა ჰქონდა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესთან და განიხილეს რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები.

შეხვედრა გაეროს ნიუ ორკში მდებარე ცენტრალურ ოფისში გაიმართა და მისი დასრულების შემდეგ ილდირიმმა განაცხადა, რომ საუბრის დროს გუტიერესმა მადლიერებით მოიხსენია ანკარის მხრიდან მილიონობით ლტოლვილისადმი გაწეული დახმარებები და ხაზი გაესვა, რომ ლტოლვილთა მძიმე ტვირთი სხვა ქვეყნებმაც უნდა გაინაწილონ.

“მე მიანმარში, არაქანელი მუსლიმანების მიმართ ბუდისტების მხრიდან გამოჩენილ ძალადობაზე და ეთნიკურ წმენდაზე გავამახვილე ყურადღება და ამ საკითხში გაეროს აქტივობისკენაც მოვუწოდე, რადგან, ერთის მხრივ გაეროს ზედამხედველობის ქვეშ არაქანელებისადმი ჰუმანიტარული დახმარებები უნდა გაიზარდოს, მეორეს მხრივ ისინი ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ სახლ-კარებს, რაშიც სრულიად დამეთანხმა გუტიერესი“, განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ შეხვედრაზე კვიპროსის, ლიბიის, ერაყის, სირიის და სხვა საერთაშორისო აქტუალური პრობლემები და მათი მოგვარების გზებიც განიხილეს.

ილდირიმის თქმითვე, გუტიერესთან სტამბოლში გაეროს ცენტრის გახსნის და ამ ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციის საკითხებიც განიხილეს და თურქეთის სახელით ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა გაეროს.

თავის მხრივ გუტიერესმა გაეროს რეფორმების შესახებ ინფორმაციები მისცა თურქ პრემიერს, ხოლო ამასთან ერთად ანკარას თავისი იდეალებისადმი  მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა  



მსგავსი ინფორმაციები