ქალაქ სივასში და ჩანქირიში პოლიციამ 258 არალეგალი დააკავა

მათ უმრავლესობას ავღანელები და პაკისტანელები წარმოადგენენ

ქალაქ სივასში და ჩანქირიში პოლიციამ 258 არალეგალი დააკავა

ქალაქ სივასში და ჩანქირიში პოლიციამ 258 არალეგალი დააკავა. ისინი თურქეთში არალეგალური გზით შემოსულან და სტამბოლიდან საზღვარგარეთ აპირებდნენ გასვლას. სივასში დაკავებული 139 მოქალაქის უმრავლესობას ავღანელები და პაკისტანელები წარმოადგენენ. დანარჩენი 119 არალეგალი ჩანქირიში დააკავეს და მათ შორის მრავლად არიან ქალები და ბავშვები. ყველა არალეგალი პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს, სადაც მათ ჯანმრთელობის კონტროლი ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მათი დეპორტაციის მიზნით ისინი სივასის და ჩანქირის საოლქო საიმიგრაციო სამმართველოებში გადაიგზავნებიან  



მსგავსი ინფორმაციები