„S-400-ის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტი გავაფორმეთ მათ კი, გაგიჟდნენ“

„S-400-ის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტი გავაფორმეთ მათ კი, გაგიჟდნენ“

„S-400-ის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტი გავაფორმეთ მათ კი, გაგიჟდნენ“

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთთან S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ვაშინგტონის განცხადება შეაფასა და მკაცრად გააკრიტიკა. ერდოღანმა, ანკარაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვას ხელი მოვაწერეთ. მათ კი აღშფოთდნენ. აბა რა უნდა მომხდარიყო? თქვენ უნდა დაგლოდებოდით? ჩვენ,  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ასევე დავამზადეთ უპილოტო შეიარაღებული ხომალდები. ამ ქვეყნის სუვერენიტეტისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.“ აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ყოველდღიური ტრადიციული პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-რუსეთს შორის  S-400-ის საკითხთან დაკავშირებულ შეთანხმებასაც შეეხო და აღნიშნა: „ნატოს წევრი ქვეყანა, ნატოს სისტემის შესაბამის იარაღს უნდა იყენებდეს. თუ თურქეთი, რუსეთისგან აღნიშნულ საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს, ჩვენ სტანდარტებს არ შეესაბამება და ჩვენთვის შემაშფოთებელი იქნება. “



მსგავსი ინფორმაციები