ჩავუშოღლი გერმანია

თურქეთი არასდროს ყოფილა უმწეო მდგომარეობაში

ჩავუშოღლი გერმანია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლიმ, ოფიციალურ ვიზიტად ანკარაში მყოფ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოჯა მუჰამედ ასიფთან, სამინისტროს სასახლეში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრეს-კონფერენცია ჩაატარა ჟურნალისტებთან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიგმარ გაბრიელის სიტყვების შესახებ მიცემული კითხვის-რომ საჭიროა შეწყდეს თურქეთისთვის იარაღის მიყიდვა-პასუხად აღნიშნა, რომ  თურქეთი არასდროს ყოფილა უმწეო მდგომარეობაში, თურქეთი რომ არა, გერმანელ პოლიტიკოსებს გაუჭირდებოდათ საარჩევნო კომპანიებისთვის თემის მონახვა. თითქოს არჩევნები თურქეთის შესახებ და თურქეთში ყოფილიყოს. ამ დროს კი, გერმანიას და ევროპას სხვა პრობლემებიც გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ გერმანელ ხალხსაც სხვა მოლოდინი აქვთ პოლიტიკოსებისგან-თქვა ჩავუშოღლიმ და დაამატა:- ასეთი მიდგომა პირველ რიგში თურქეთის ეროვნული თავდაცვის მრეწველობის გაძლიერებას უწყობს ხელს. იზრდება ადგილობრივი ეროვნული სამხედრო თვითმფრინავის წარმოება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობაა მთელი შესაძლებლობები გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებისთვის-ასეთი შეფასება მისცა გერმანელი მინისტრის სიტყვებს ჩავუშოღლიმ.  



მსგავსი ინფორმაციები