ნუმან ქურთულმუში ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფება

ნუმან ქურთულმუში ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფება

ნუმან ქურთულმუში ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფება

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე თურქეთში 200 ათას ჩინელ ტურისტს ელოდებიან, მაგრამ ამ რიცხვის 1 მილიონამდე გაზრდა სურთ. ქურთულმუშმა ამის შესახებ, ჩინეთის დედაქალაქ, პეკინში ვიზიტის დროს განაცხადა. „ჩინეთ-თურქეთის ტურ ოპერატორების თანამშრომლობის გაზრდა გვსურს. ჩინეთის კონფუჩის  და  თურქეთის  იუნუს ემრეს ინსტიტუტები ორი ქვეყნის თანამშრომლობას უწყობენ ხელს. ჩვენ ქვეყნებს შორის კულტურის, პოლიტიკის და ეკონომიკის სფეროში მსგავსებები არსებობს. ამიტომ „ერთი სარტყელი ერთი გზა“ პროექტის ფარგლებშიც შეგვიძლია მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიებები განვახორციელოთ,“ დასძინა ქურთულმუშმა.  მინისტრმა ვიზიტის დროს ასევე განაცხადა, რომ თურქეთ-ჩინეთს შორის ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობას სამომავლოდაც გააგრძელებენ  რა, იმედი გამოთქვა, რომ მისი ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ქურთულმუშმა პეკინში ქვეყნის კულტურის მინისტრ, ლუი შუგანგთანაც გამართა შეხვედრა რა, მათ, ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თურქმა მინისტრმა ვიზიტის დროს თურქულ-ჩინური უნივერსიტეტის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტს თვით თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც უჭერს მხარს რა, ორი ქვეყნის თანამშრომლობაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.



მსგავსი ინფორმაციები