თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 36/ 2017

ავღანეთის დამოუკიდებლობის 98-ე წლისთავი და თურქეთთან თანამშრომლობა

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 36/ 2017

            თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 36/ 2017

ავღანეთის დამოუკიდებლობის 98-ე წლისთავი და თურქეთთან თანამშრომლობა.

ავღანეთი, რომელიც ტერორისტული მოვლენებით, მსოფლიოს დღის წესრიგში მდგარ პირველ სახელმწიფოდ ითვლება, დამოუკიდებლობის 98-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ პროგრამაში, გავაანალიზებთ ავღანეთის დღევანდელ ვითარებას და თურქეთთან თანამშრომლობას.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

         ავღანეთმა, 1919 წლის 19 აგვისტოს მოიპოვა დამოუკიდებლობა.

დაფუძნების დღიდან, უპირისპირდება ტერორის ჩათვლით რიგ პრობლემებს.

სახელმწიფოში მეტად მძიმე გეოგრაფიული პირობების გამო, რთულია ცენტრალური ხელისუფლების შექმნა. ამიტომ არის რომ იგი ხელსაყრელია საერთაშორისო კრიმინალური და ტერორისტული საქმიანობებისთვის. ავღანეთში, 2011 წლიდან ცდილობენ ნატოს წევრი სახელმწიფოები ტერორიზმის დასამარებას,  მაგრამ, თანდათან უფრო იზრდება ტერორის საფრთხე. ინტენსიურად გრძელდება სახელმწიფოში კონფლიქტები, თვით მკვლელი თავდასხმები და ტერ-აქტები.

  სახელმწიფოს, 15 პროვინციაში გრძელდება თალიბანებს და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები.

        ავღანეთის განვითარებას მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის გაუნათლებლობა და უმუშევრობაც. 2015 წლამდე, თუ ავღანეთის მოსახლეობის 35 %-ი იყო უმუშევარი. 2016 წელში, მათი რაოდენობა გაიზარდა 40 %-დე. ის ქალაქები სადაც უფრო მრავლად არიან უმუშევრები, არის ქაბული, ჰერათი, ნაგარჰარი, კანდაჰარი და მეზარი შერიფი.  უმუშევართა უმეტესობას კი, ახალგაზრდები წარმოადგენენ. 35-ი მილიონიანი მოსახლეობის მქონე ავღანეთში, დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ყოველდღიურად 1,5 დოლარით ცდილობს სიცოცხლის შენარჩუნებას.

ავღანეთი, ამავე დროს არის ის ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ნარკოტიკის წარმოება ხდება.  2001 წელს, აშშ-ის მხრიდან ოკუპაციის დღიდან, მთავრობამ ნარკოტიკებით ბრძოლისთვის დიდი  თანხა დახარჯა, მაგრამ სამწუხაროდ, წარმოება ყოველ წლიურად უფრო იზრდება.

ეს მდგომარეობა ხელს უწყობს პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას და ქაოსს.

ავღანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელში, 201.000 ჰექტარ ტერიტორიაზე მოყვანილი ხაშხაშით თუ აწარმოებდნენ 4 ათას 800 ტონა ნარკოტიკს, მიმდინარე წლისთვის ვარაუდობენ ამ რაოდენობის გაორმაგებას. ავღანეთის მოსახლეობის სამ მილიონზე მეტი ნარკომანია. მათგან 40 %-ი ბავშვები და ქალები არიან. ამ რიცხვით, ავღანეთი არის მსოფლიოში ყველაზე მეტი ნარკოტიკების მომხმარებელი სახელმწიფო.

ავღანეთს, წარსულს დაფუძნებული, სერიოზული პრობლემები გააჩნია მეზობელ პაკისტანთან. ორ სახელმწიფოს შორის ყველაზე მთავარ პრობლემად ითვლება მე-19-ე საუკუნეში, ინგლისის მიერ განსაზღვრული ავღანეთ-პაკისტანის საზღვარი. იმის გამო, რომ თურქეთს ორივე სახელმწიფოსთან გააჩნია კარგი ურთიერთობა, დიდ როლს თამაშობს ორივე სახელმწიფოს ურთიერთობაში.

თურქეთ-ავღანეთის ურთიერთობები          მრავალი წელია გრძელდება. დიპლომატიური ურთიერთობები დაიწყო 1921 წელს.  პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ქაბულში, იყო თურქეთის საელჩო. 1920-1960-იან წლებში, თურქეთმა მხარი დაუჭირა ავღანეთის მოდერნიზაციის ძალისხმევას.  მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ავღანეთის ადმინისტრაციული, სამხედრო, კულტურული, განათლების და ჯანდაცვის ინსტიტუტების განვითარებაში. 1932-1960-იან წლებში თურქეთმა ავღანეთში გააგზავნა  212 პედაგოგი, ექიმი, ოფიცერი და სპეციალისტები. ახლო თანამშრომლობა და მეგობრობა ავღანეთთან გაგრძელდა ამ სახელმწიფოს საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოქცევამდე. 1989 წელს, საბჭოთა კავშირის ოკუპაციის დასრულების შემდეგ კი, თურქეთმა გააგრძელა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებით ახლოს დაინტერესება.   შეეცადა ავღანეთის სახელმწიფოს მშვიდობის, კეთილდღეობის და სტაბილურობის საქმეში თავის წვლილის შეტანას.  თურქეთი, დღესაც აქტიურად განაგრძობს ავღანეთის უსაფრთხოების და განვითარების სფეროებში წარმართული მცდელობისთვის მხარდაჭერას.

        თურქეთის, ავღანეთის პოლიტიკაში, ძირითადს წარმოადგენს ოთხი ელემენტი, ესენია: ავღანეთის  ერთიანობის და მთლიანობის დაცვა, უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხალხის მხარდაჭერით და მათი მონაწილეობის გათვალისწინებით ფართო პოლიტიკური სტრუქტურის განმტკიცება, ავღანეთის ტერორიზმის და ექსტრემალური დაჯგუფებებისგან გაწმენდით ხალხისთვის მშვიდობის და კეთილდღეობის დაბრუნება. ამ კონტექსტში, როგორც ორმხრივად, ისე გაეროს და ნატოს ინიციატივისთვის მხარდაჭერით, თურქეთმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ავღანეთს.  თურქეთის ავღანეთთან მიდგომის ერთ-ერთი პრიორიტეტული ელემენტია ავღანეთის მეზობლებთან ურთიერთობის განვითარება.  

        ამ მიზნით, დაიწყო თურქეთ-ავღანეთ-პაკისტანის სამეულთა სამიტი, 2011 წელს კი, აზიის გულად წოდებული სახელმწიფოების მონაწილეობით, სტამბოლის პროცესი.

თურქეთის, 2004 წლიდან წარმართული ავღანეთის პროგრამა (დაახლოებით მილიარდი დოლარის 850-ზე მეტი პროგრამით) არის აქამდე, თურქეთის მიერ, რომელიმე ქვეყანასთან განვითარებული ერთ-ერთი უმსხვილესი საგარეო დახმარების პროგრამა.

        2016 წლის 4-5 ოქტომბერს, ბრიუსელში გახორციელებულ ავღანეთის კონფერენციაზე, თურქეთმა, 2018-2020 წლების განვითარების ხელშეწყობის დახმარებისთვის ივალდებულა 150 მილიონი დოლარი. 2016 წლის 8-9 ივლისს, ნატოს სამიტზე კი, თურქეთმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის დახმარების მიზნით, 2018-2020 წლების პერიოდისთვის ივალდებულა 60 მილიონი დოლარი.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 



მსგავსი ინფორმაციები