თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 34/ 2017

მანასის მემკვიდრეობა და თურქეთ-ყირგიზეთის ურთიერთობები

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 34/ 2017

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 34/ 2017

მანასის მემკვიდრეობა და თურქეთ-ყირგიზეთის ურთიერთობები

თურქეთის მამად წოდებული მანასის ქანდაკება ამ ცოტა ხნის წინ გაიხსნა სტამბოლში, გარდა ამისა, თურქულ ენაზე გამოქვეყნდა მანასის ეპოსის სრული ტექსტი. ჩვენც ამ პროგრამაში გავაანალიზებთ ამ მოვლენებს და თურქეთ-ყაზახეთის ურთიერთობებს.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        ყირგიზი სკულპტორის გაშენებული, ოთხი მეტრი სიმაღლის მანასის ქანდაკება, გასულ დღეებში, საზეიმო ცერემონიით გაიხსნა სტამბოლის სუთლიჯეს პარკში. მანასი, ისტორიის და ლიტერატურის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება არა მხოლოდ თურქებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.  მსოფლიოში არ მოიპოვება მანასის ეპოსის მაგვარი დიდი მოცულობის და წმინდა წიგნების მსგავსად დასაზეპირებელი ეპოსი.

        ეპიკური მოაზროვნის მანასის ქანდაკების გახსნით ცერემონიალს შეუერთდა ყირგიზეთის პრემიერი სორონდაი ჯეენბეკოვი, ყირგიზეთის ანკარის ელჩი იბრაჰიმ ჟუნუსოვი, თურქეთის კულტურის და ტურიზმის მინისტრი ნუმან ქურთულმუში, სტამბოლის გუბერნატორი ვასიფ შაჰინი, სტამბოლის მერი ქადირ თოფთაში და სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 ასე რომ ამით, სტამბოლმა შეიძინა ორი თურქი ხალხის ერთმანეთის უფრო კარგად გაცნობისთვის ხელის შემწყობი ქმნილება, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორი სახელმწიფოს კულტურული ურთიერთობების განმტკიცებას.

მანასი, არ გახლავთ მხოლოდ კარგი მეომარი, ამასთანავე, იგი არის ჰუმანური მმართველიც, რომელიც ყირგიზ ხალხს სწორ გზას უჩვენებს.        ამიტომ არის რომ თურქული წარმომავლობის ყველა ხალხი პატივისცემას გამოხატავს მისდამი. სტამბოლი არის თურქული სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი და იქ მანასის ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანია თურქული სამყაროსთვის. სტამბოლელები მანასის ტაძრის ნახვით, გაიხსენებენ ყირგიზ ხალხს. ტაძრი გახდება ორი თურქი ხალხის მეგობრობის სიმბოლური ქმნილება.

        მანასის ქანდაკების გახსნასთან ერთად თურქული სამყაროს მუნიციპალიტეტთა კავშირის (TDBB) და ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლობით, თურქულ ენაზე გამოქვეყნდა მანასის ეპოსი. წიგნის პირველი თურქული თარგმანი გამოიცა ცნობილი მანასოლოგის საბიმბაი ოროზბაკოვის კომენტარით, რომლის დაბადების 150 წლისთავი აღინიშნება 2017 წელში. ოროზბაკოვი, ეპოსს ფართო სახით წარმოადგენს მისი ხასიათის და თემათა მრავალფეროვნების თვალსაზრისით. ეპოსი მნიშვნელოვანია ყირგიზეთ-თურქეთს შორის კულტურული და ახლო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც.

        მანასს, რომელიც ერთ-ერთი უძველეს თურქულ დესთანს წარმოადგენს, თურქული მითოლოგიის და სტეპური კულტურის ღრმა კვალი ატყვია.  ლექსების რაოდენობის მიხედვით, უფრო მეტია, ვიდრე ირანელი ფირდევსის შაჰნამე, ფინელების კალევალა, გერმანელების ნიბელუნგენი, ინდიელების რამაიანა, ძველი ბერძნების ილიადა და ოდისეა. მანასი, 500 ათასი ლექსით არის მსოფლიოს უდიდესი ეპიკური ნაწარმოები. შინაარსით და ენით, მნიშვნელოვანი დოკუმენტის დანიშნულებას ატარებს არა მხოლოდ ყირგიზელი ხალხისთვის, არამედ თურქი ხალხის კულტურისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციებით.

        თურქეთი არის ის სახელმწიფო, რომელმაც 1991 წლის 16 დეკემბერს პირველმა სცნო ყირგიზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 1992 წლის 29 იანვარს, ორ სახელმწიფოს შორის შეიქმნა დიპლომატიური ურთიერთობები. იმავე წელს ბიშკეკსა და ანკარაში გაიხსნა საელჩოები. ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობაა დამყარებული კულტურულ სფეროში, სამუშაოები ტარდება ეკონომიკური ურთიერთობების გასაფართოებლად. ასევე, ყირგიზეთში არის საერთო თურქული-მანასის უნივერსიტეტი, რომლის წყალობით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ინტენსიურად იზრდება. თურქეთი ცდილობს ყველა სფეროში განავითაროს ურთიერთობები ყირგიზეთთან.

        თურქეთ-ყირგიზეთს შორის ურთიერთობა პოზიტიურად ვითარდება პარტნიორულ დონეზე. თურქეთი, ყველა სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად,  მხარს უჭერს ყირგიზეთის ინსტიტუციონალიზაციას.

ორ ქვეყანას შორის 200-ზე მეტი შეთანხმებისა და ოქმის მეშვეობით, ფართო სამართლებრივი საფუძვლით ხორციელდება, მრავალმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებით პოლიტიკურ, ეკონომიკურ-კომერციულ, სამხედრო, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო სფეროებში.  

        ყირგიზეთის ადმინისტრაცია მონაწილეობს და მხარს უჭერს თურქულ სამყაროში, თურქული საბჭოს ფორმირების ჩათვლით ყველანაირ ღონისძიებას. თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ცენტრალურ აზიაში, დემოკრატიული ტრანსფორმაციის წარმმართავ ყირგიზეთის სტაბილურობას და განვითარებას.

ამ კონტექსტში, პოლიტიკური და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის დაწყებიდან, ყველანაირ მხარდაჭერას უჩენს ყირგიზეთს.

მაგრამ თურქეთი ერთ რამეს ელის ყირგიზეთისგან. ყირგიზეთი არის ცენტრალურ აზიაში ის სახელმწიფო, სადაც აქტიურ საქმიანობას ეწევა ტერ-ორგანიზაცია ფეტო.

თურქეთის სურვილია შეფერხება შეექმნას მათ საქმიანობას. ამ კონტექსტში ელის ყირგიზელი ძმებისგან სათანადო სამუშაოების ჩატარებას და ფეტოს საქმიანობისთვის შეფერხების შექმნას.

ეს გახლდათ ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის შეფასება...


საკვანძო სიტყვები: გახსნა , სტამბოლი , ქანდაკება , მანასი

მსგავსი ინფორმაციები