თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი მერკელის განცხადებაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი მერკელის განცხადებაზე

794878
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი მერკელის განცხადებაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის „ინტერპოლის“ თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე საპასუხო განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „გერმანიის კანცლერის ბრალდება „ინტერპოლის არხების ჩვენი ქვეყნის მიერ ბოროტად გამოყენებაზე“ მიუღებელია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი T-HKPC ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ერდოღან აკჰანლი ესპანეთში დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს და ეს ფაქტი მერკელის მიერ გაკეთებული შეფასებების შემდეგ მოხდა, რაც საყურადღებოა.

სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1984 წელში ტერორგანიზაციის ორ წევრთან ერთად სტამბოლში თაჰთაქალეში ვალუტის გადამცვლელ ბიუროზე განხორციელებული თავდასხმის დროს ბიუროს მფლობელის მკვლელობის და ტერორგანიზაციის სახელით შეიარაღებული ძარცვის მსგავსი ბრალდების გამო ერდოღან აკჰანლის დაპატიმრების გადაწყვეტილება არსებობს.  


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #გერმანია

მსგავსი ინფორმაციები