თურქეთმა მწვავედ დაგმო ესპანეთში მომხდარი თავდასხმა

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტერორმა თავისი ბინძური და ყოვლის შემძლე სახე დაანახვა მოკავშირე ესპანეთსაც

792205
თურქეთმა მწვავედ დაგმო ესპანეთში მომხდარი თავდასხმა

თურქეთმა მწვავედ დაგმო ესპანეთში მომხდარი თავდასხმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტერორმა თავისი ბინძური და ყოვლის შემძლე სახე დაანახვა მოკავშირე ესპანეთსაც. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების მშობლებს და ახლობლებს, უმალ გამოჯანმრთელება უსურვა დაჭრილებს.

ინციდენტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა, ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსისთვის გაგზავნილ სამძიმრის მესიჯში მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით. მესიჯი გაავრცელა ბინალი ილდირიმმაც და აღნიშნა, რომ მეგობარი ესპანელი ხალხის მწუხარებას გულწრფელად იზიარებენ. სამძიმარს უცხადებენ დაღუპულების ახლობლებს. ტერორმა 2004 წელშიც აჩვენა თავისი სახე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს. დაიღუპა 131 ადამიანი.  იგი ისტორიაში შევიდა როგორც ETA-ს, ყველაზე სისხლიანი აქცია. ხსენებულმა ორგანიზაციამ, 43-ი წლის შემდეგ დატოვა იარაღი.   



მსგავსი ინფორმაციები