თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 32/ 2017

თურქეთის რუსეთისგან რაკეტის შესყიდვა და დასავლეთის უკმაყოფილება

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 32/ 2017

   თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 32/ 2017

თურქეთის რუსეთისგან რაკეტის შესყიდვა და დასავლეთის უკმაყოფილება.

 

თურქეთი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ითვალისწინებს რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვას.

ინიციატივას უკმაყოფილოდ ხვდებიან თურქეთის დასავლელი მოკავშირეები.

 ამ კვირის პროგრამაში გავაანალიზებთ სწორედ თურქეთის არჩევანს და დასავლეთის პროტესტს.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

      სირიაში წარმოქმნილმა ქაოსმა, შიდა კონფლიქტების სამოქალაქო ომში გადაზრდამ, ერაყსა და სირიაში  DEAŞ-ის, PKK-ს მსგავსი ტერ-ორგანიზაციების არსებობამ, მეზობელ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე კრიზისის პოტენციალმა დააჩქარა თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიება. არ შეიძლება დიდი რისკების გამო შესაძლო სარაკეტო და ქიმიური იარაღების წინააღმდეგ თურქეთმა არ იზრუნოს უსაფრთხოების დაცვაზე.

დღეს, თურქეთის თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტს განსაზღვრავს სწორედ ეს საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ სირიის კრიზისის გამო სარაკეტო საფრთხეს უპირისპირდება ნატოს წევრი თურქეთი, ძალიან გვიან იქნა ნატოს მხრიდან თურქეთში პატრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეტანა. ესპანეთის და იტალიის გარდა სხვა ქვეყნებმა პირველსავე შესაძლებლობის შემთხვევაში უკან გაიყვანეს თურქეთიდან თავიანთი ბატარეები. დღეს PKK-PYD-YPG-ს ხელშია ნატოს წარმოშობის მსუბუქი და მძიმე იარაღები. ნატოს ინვენტარში შეტანილი სამხედრო ასაფეთქებლები იქნა გამოყენებული სტამბოლის გულში. არც ტერ-ორგანიაზაცია

ფეტოს, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ არ გამოუხატავს სერიოზული რეაქცია დასავლეთს. ყოველივე ამან იძულებული გახადა თურქეთი მოიძიოს სხვა ალტერნატივა. საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის მიცემულ  წინადადებაზე რუსეთის ფასის დაწევამ, რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებამ და  კრიტიკულ საკითხებში თურქეთის დასავლეთის ქვეყნებისგან მხარდაჭერის მიუღებლობამ, გამოიწვია თურქეთისთვის რუსეთის S-400-ი სისტემების პირველ ალტერნატივად გადაქცევა.

 უკანასკნელ კვირებში, თურქეთის რუსეთისგან S-400 სისტემების შესყიდვის გეგმის შესახებ გაიზარდა დასავლეთის ქვეყნების მკაცრი კრიტიკა და გაფრთხილება.

მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი რამდენიმე წლის წინ, თურქეთის ერთ-ერთ ჩინურ ფირმასთან საჰაერო თავდაცვის სისტემის შესახებ მოლაპარაკებების პროცესშიც.

      თურქი უფლებამოსილების გავრცელებული დეტალური ტექნიკური განცხადებების თანახმად, S-400 სისტემა არ შექმნის არავითარ უსაფრთხოებას ნატოსთვის.

როგორც ჩანს თურქეთის დასავლეთის მოკავშირეების უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი ტექნიკური კი არა, პოლიტიკურია იმიტომ, რომ იმავე დასავლელ მოკავშირეებს მსგავსი რეაქცია არ გამოუთქვამთ საბერძნეთის რუსეთისგან S-300-ი სიტემების შესყიდვის და  თავიანთ ეროვნულ საჰაერო სისტემაში ინტეგრაციის დროს. ასევე, S-300-ების, „თეთრი არწივი-2013“-ის მანევრების დროს გამოყენებისას.

მრავალჯერ გავრცელდა თურქი უფლებამოსილების მხრიდან განცხადება, რომ რუსეთისგან შესყიდული   S-400-ები, ეს არის სასწრაფო რეაგირების მოთხოვნების უზრუნველყოფისადმი მიმართული მცდელობა.

 ცნობილ სინამდვილეს წარმოადგენს ისიც, რომ უკანასკნელ წლებში, ერთმანეთს არ ემთხვევა თურქეთის, ნატოსთან და აშშ-თან საგარეო პოლიტიკასა და სამხედრო უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტები. გარდა ამისა, შეიძლება პირიქითაც მოხდეს და ერთ დღეს დაირღვეს რუსეთ თურქეთს შორის არსებული კარგი ურთიერთობები. ამიტომაც, თურქეთის ალტერნატივების და მისი მოკავშირეების დივერსიფიკაცია, არის რაციონალური მცდელობა. თურქეთი ვერ დარჩება მეზობელი რეგიონებიდან შესაძლო, გარდაუვალი საფრთხის წინაშე გულგრილად. ამიტომაც ნორმალური მიდგომის გამოჩენაა საჭირო თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემით აღჭურვის მიმართ.

ეს კი, შესაძლებელია მხოლოდ მოკლე ვადიან პერსპექტივაში საჰაერო თავდაცვის სიტემების ძირითადი მიმწოდებლებისგან შეძენით.  იმის გამო, რომ არც თუ ისე მრავალი დასავლელი ძირითადი მიმწოდებლები არ უჭერენ  მხარს თურქეთისთვის ტექნოლოგიის მიწოდებას, თურქეთს, რუსეთის და ჩინეთის გარდა სხვა ალტერნატივა არ დარჩენია.

თურქეთი ვალდებულად თვლის გრძელვადიან პერსპექტივაში, თავდაცვის მრეწველობა აიყვანოს მოწინავე, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დონეზე და უფრო მეტი სტიმული მისცეს ადგილობრივ წარმოებას.

      თურქეთის S-400 არჩევანზე ნატოს დაპირისპირება მოსალოდნელიც იყო.

 ალბათ ნატო S-400 სისტემის თავის სისტემასთან ინტეგრირებასაც არ გაიზიარებს. მსგავს შემთხვევაში, თურქეთი სისტემას განალაგებს დამოუკიდებლად, მხოლოდ თავის გარემომცველი ადგილმდებარეობის დასაცავად. მაგრამ ამჟამად, იმის გამო, რომ თურქეთის ყველა საჰაერო თავდაცვის პროცესები და სტრუქტურები ნატოსთან არის ინტეგრირებული, შეიძლება პირველ ეტაპში სირთულეების და პრობლემების წარმოქმნა.

თუ ნატო და აშშ-ი თურქეთის ამგვარი ალტერნატივით და არჩევანით უკმაყოფილონი და შეშფოთებულნი არიან, რეგიონში მისაღები ძალაუფლების ბალანსის შესაქმნელად გაგებით უნდა მიუდგნენ თურქეთის პრობლემებს და დათანხმდნენ ერთად მუშაობაზე.

ბოლო წლებში უამრავი კონფლიქტი, კრიზისი და ომი მოხდა თურქეთის მეზობელ კავკასიაში, ბალკანეთსა და ახლო აღმოსავლეთში.  მათ შორის არის სახელმწიფოთაშორისი ომების გარდა ჰიბრიდული ომებიც. თურქეთი, დღესაც სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა საფრთხეებს უპირისპირდება. ამიტომაც საჭიროებს ყოვლისმომცველი და რადიკალური თავდაცვის უსაფრთხოების ტრანსფორმაციას, განსაკუთრებით კი, 15 ივლისის შემდგომ პროცესში.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ამ სიტუაციას გაგებით მიუდგნენ თურქეთის დასავლელი მოკავშირეებიც და შეასრულონ  თავიანთი ვალდებულებები.

ეს გახლდათ ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის შეფასება...



მსგავსი ინფორმაციები