ილდირიმი, იბადი-ჟანგლანდი ტელეფონი

ბინალი ილდირიმი ტელეფონით დაუკავშირდა ერაყის პრემიერ ჰაიდარ ელ იბადის და ევრო საბჭოს გენერალურ მდივანს თორბჟონ ჟანგლანდს

774064
ილდირიმი, იბადი-ჟანგლანდი ტელეფონი

პრემიერი ბინალი ილდირიმი ტელეფონით დაუკავშირდა ერაყის პრემიერ ჰაიდარ ელ იბადის და ევრო საბჭოს გენერალურ მდივანს თორბჟონ ჟანგლანდს. პრეს ცენტრის ცნობით, ბინალი ილდირიმმა ერაყის მთავრობას მიულოცა ქალაქ მუსულის, ტერ-ორგანიზაცია დეაშისგან გაწმენდის ფარგლებში და განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის განადგურებული ისტორიული ქალაქის რეკონსტრუქციაში გვერდში ამოუდგეს ერაყს.

მტკიცე გადაწყვეტილება გამოთქვა ანტი ტერორიზმის ჩათვლით, ახლო რეგიონებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში ერაყის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.

ერაყის პრემიერმა იბადიმ კი ყველა სფეროში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა თურქეთთან და ილდირიმს გააცნო ერაყის ჩრდილოეთში მიმდინარე ვითარების შესახებ ერაყის დამოკიდებულება.

ბინალი ილდირიმმა, ევრო საბჭოს გენერალურ მდივან თორბჟონ ჟანგლანდთან სატელეფონო შეხვედრაზე, მტკიცე გადაწყვეტილება გამოთქვა ევროსაბჭოსთან ახლო თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ გათვალისწინებული იქნება რა ევრო საბჭოს მითითებების ფარგლებში მომზადებული შესწორებები, 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ ეტაპში, უფრო მეტი გაგებით მიუდგებიან თურქეთს.

ჟაგლანდმა კი აღნიშნა, რომ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფარგლებში თურქეთს სოლიდარობას უცხადებენ და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ მასთან დიალოგის და თანამშრომლობის გაგრძელებას.



მსგავსი ინფორმაციები