აქტუალური თემის ანალიზი 29

ტერორი ყველგან არის

აქტუალური თემის ანალიზი 29

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი დასავლეთის ლიდერებს ყოველთვის აკრიტიკებს ისეთი ტერ ორგანიზაციების მფარველობაში და მხარდაჭერაში, როგორებიც არიან PKK-ა, FETÖ და მემარცხენე დაჯგუფებები, რომლებიც თურქეთში არ ერიდებიან თავდასხმებს როგორც სამხედროებზე, ასევე სამოქალაქოებზეც. უფრო მეტიც, ერდოღანი იმავე დასავლეთს DAEŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პასიურობაშიც სდებდა ბრალს, რადგან, ისინი თავიდან არც სადაზვერვო ინფორმაციებს უნაწილებდნენ თურქეთს და არც თავიანთი მოქალაქეების დეაშში გაწვერიანებას ბრკოლავდნენ. ამის გამო თურქეთის პრეზიდენტი ყველა დასავლელ ლიდერს აფრთხილებდა, რომ ერთ დღეს ტერორისტები მათ ქვეყნებშიც დაღვრიდნენ უდანაშაულო ადამიანების სისხლს და ასეც მოხდა, ტერორისტებმა სისხლიანი ტერაქტები განახორციელეს ევროპისა და ამერიკის მრავალ ქალაქებში და ათეულობით უდანაშაულო ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს

აქ არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ DAEŞ-ის მეთაურთაგან უმრავლესობა სწორედ დასავლელი ქვეყნების მოქალაქეები არიან და მათ პასპორტებს ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ, ევროკავშირი და ნატო თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, მათ არც ერთხელ არ შეისმინეს ანკარის გაფრთხილებები და აკი მოიმკეს კიდეც და ალბათ მომავალშიც მოიმკიან, თუ კიდევ არ შეისმენენ ერდოღანის შეგონებას. ანკარა მარტო თავის ტერორისტებს არ ებრძვის, უკვე წლებია რაც პირსისხლიან DAEŞ-ს თურქეთის ტერიტორიაზეც ებრძვის და ერაყ-სირიაშიც, რასაც უკვე ასობით თურქი ჯარისკაციც ემსხვერპლა, ხოლო ამის პარალელურად ამ ორივე ქვეყანაში თურქი სამხედრო ინსტრუქტორები დეაშის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფებსაც ამზადებენ

სამწუხაროდ დასავლეთმა ანკარის შეგონება არ შეისმინა ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს საკითხშიც, პირიქით, მათ დაუჯერეს ამ ორგანიზაციის დეზინფორმაციებს და მის კვალობაზე ხშირად ანტი თურქული გადაწყვეტილებებიც კი მიიღეს, როცა რეალურად, სწორედ ფეტო ეხმარებოდა და მხარში ედგა პკკ-ასაც და დეაშსაც. სანამ თურქეთი დასავლეთის წინაშე თავს გაიმართლებდა, მანამდის კი ქურთი და ისლამისტი ტერორისტები დაუნდობლად ხოცავდნენ თურქ სამხედროებსაც და სამოქალაქოებსაც. ამასობაში არ ისვენებდნენ ტერორისტების მხარდამჭერი მას მედიის საშუალებებიც და ისინი ანტი თურქულ და ანტი ერდოღანისეულ კამპანიებს მართავდნენ გაზეთებშიც, რადიო-ტელევიზიებშიც და სოციალურ ქსელებშიც. ახლა, როდესაც გამოაშკარავდა სრული სიმართლე, ნუთუ ისინი სინდისის ქენჯნას არ განიცდიან? განა მათაც არ ედებათ ბრალი მათი მხარდამჭერი ტერორისტების მხრიდან ასობით უდანაშაულო თურქი მოქალაქის მოკვლაში?

როცა ტერორისტები ლონდონში, პარიზში, ბრიუსელში ან სხვა ქალაქებში ტერაქტებს ახორციელებდნენ, აქ ჩვენ გული გვტკიოდა და მათი მოქალაქეებისათვის განვიცდიდით ტკივილსაც და მწუხარებასაც, თურქი ჟურნალისტები და პოლიტოლოგები თავიანთ სტატიებში და მასალებში განიხილავდნენ და მკაცრად გმობდნენ ამ სისხლიან ტერაქტებს, როცა თურქეთში მოხდენილ მსგავს თავდასხმებს დასავლელები ან სულაც არავითარ ადგილს არ უთმობენ, ან ერთი ორის სიტყვით, ანდა სულაც გაკვრით მოიხსენიებდნენ. ამ შემთხვევაში დასავლელები იქცევიან პრინციპით: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო და მრავალი ტერაქტის მიუხედავად ისინი აგრძელებენ პკკ-ას და ფეტოელების მფარველობას. უფრო მეტიც, როცა დასავლელი ლიდერები თურქეთის ხელმძღვანელებს ხვდებიან და კაცურ პირობას აძლევენ ერთობლივ ანტიტერორისტულ ბრძოლაში, ამ პირობას იქვე ივიწყებენ და ხსენებული ტერორისტების გვერდიგვერდ დგებიან და აი, არც ამ დროს ქენჯნით მათ სინდისი     

ავიღოთ თუნდაც გერმანია. როცა არჩევნების დრო მოახლოვდება ხოლმე, ანდა, რაღაც გაუჭირდებათ ხოლმე, ამ ქვეყნის ხელმძღვანელები დახმარება მხარდაჭერისათვის ანკარას მიმართავენ, მაგრამ, როცა თურქეთი კანცლერს ამ ქვეყანას თავშეფარებული ტერორისტების ექსტრადაციას სთხოვს, უმალ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრეროგატივებზე საუბრობენ რა, მოკავშირე თურქეთის მაგივრად, ბავშვების, ქალების მოხუცების მკვლელ ტერორისტების გვერდით დგებიან. გარდა ამისა, იგივე გერმანია ქურთ სეპარატისტებს მიტინგების და სხვა ანტი თურქული გამოსვლების ნებართვასაც კი აძლევთ, როცა, თურქ მინისტრებს უკრძალავენ გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრას. თითქოს პკკ-ას ყოფნა არ კმაროდა გერმანიას, გასული წლის 15 ივლისის აქეთ პუტჩისტების მფარველობაც დაიწყო. ანკარა 250 კაცის მკვლელი და 2 ათასზე მეტი კაცის დამჭრელი ფეტოელების ექსტრადიციასაც ითხოვს, მაგრამ, მათ დაბრუნებაზეც უარს ამბობენ. შედეგი კი სახეზეა. დიდ ოციანთა სამიტის მოპროტესტეებს შორის ათასობით პკკ-ას და ფეტოს წევრიც იყო და მათაც მიიღეს მონაწილეობა ვანდალიზმში, რის შედეგადაც ჰამბურგის ქუჩები და მოედნები ბრძოლის ველს დაემსგავსა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ერდოღანის ნათქვამი: ტერორი ბუმერანგივითაა, ერთ დღეს აუცილებლად თვით პატრონსაც მოხვდება. მაგრამ, რა სამწუხაროა, რომ დასავლეთს ამისგან მწარე გაკვეთილი არ გამოაქვს, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი

 



მსგავსი ინფორმაციები