15 ივლისის სპეციალური პროგრამა

15 ივლისი 2016: ერთი ერის აღდგომის ეპოსი.....!

15 ივლისის სპეციალური პროგრამა

მრავალი წლის განმავლობაში თურქეთის შეიარაღებული ძალების ყველა საფეხურზე მალულად შეღწეულმა Fetö-ს წევრებმა, 2016 წლის 15 ივლისს, პარასკევს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე ამბოხი და სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყეს. ეს მუხანათური მცდელობა წინასწარ იყო მომზადებული პუტჩისტების საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ე.ი. ეს პუტჩი შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ საერთაშორისო პროექტს წარმოადგენდა და იგი თურქეთის სუვერენიტეტის დამხობას, მის დაჩოქებას და კოლონიურ ქვეყნად გადაქცევას ითვალისწინებდა, ხოლო მის ფარგლებში პრეზიდენტ ერდოღანის და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ნეიტრალიზება მოხდებოდა. პუტჩის მართვის ცენტრი ანკარის გარეუბანში მდებარე აქინჩილარის სამხედრო საჰაერო ბაზა წარმოადგენდა და იგი ერთდროულად დაიწყო სტამბოლსა და ანკარაში

წინასწარ მომზადებული სამხედრო გადატრიალების გეგმის კვალობაზე პუტჩისტებმა  უპირველეს ყოვლისა სტამბოლის ბოსფორის სრუტეზე გადებული ხიდების, პოლიციის მთავარი სამმართველოს, ათათურქის აეროპორტის და სხვა სტრატეგიული შენობების, ხოლო ანკარაში კი უშიშროების სამსახურის, ანკარის ოლქის და თურქეთის პოლიციის სამმართველოების, სპეცრაზმელების, საჰაერო დეპარტამენტის, გენშტაბის, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის, დიდი ეროვნული მეჯლისის შენობების აღება სცადეს რა, ამ მიზნით ქუჩებში გამოიყვანეს ასობით ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი, ათობით სამხედრო ვერტმფრენები და თვითმფრინავები, ათასობით სამხედრო პერსონალი და ა.შ. ფეტოელებმა არ დაინდეს მათ წინააღმდეგ გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობა და ტყვიებიც დაუშინეს, ჭურვებიც და ბომბებიც, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით დაიჭრა     

სტამბოლსა და ანკარაში ოკუპირებულ იქნა თრტ-ს შენობები. თავიანთი თავის „მამულში მშვიდობის საბჭო“-ს წარმომდგენი დივერსანტი დაჯგუფების მხრიდან მომზადებული შეტყობინება  ძალის გამოყენებით იქნა წაკითხული ტელევიზიაში. იგივე შეტყობინება, იმავე დროს  განთავსებულ იქნა გენ-შტაბის  საიტში. აღინიშნა, რომ შეტყობინების ტექსტი, რომელშიც ეწერა: „თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს ქვეყნის ხელისუფლება და აიკრძალოს ქუჩებში გასვლა“ მასმედიის ორგანიზაციებმა სასწრაფოდ გამოაქვეყნონ. 

ამის შემდეგ დაიბომბა გოლბაშის სპეც. რაზმელების, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის, თურქსათის, პრეზიდენტის სასახლის, ანკარის საოლქო უსაფრთხოების შენობები.

პუტჩისტებს ყველაფერი წინდაწინ  ჰქონდათ ჩაფიქრებული, თუმცა დავიწყებოდათ ერთი რამ, ღმერთის ნება, თურქი ერის ძალა, გამბედაობა, ყურანი, ეზანი, დროშით მოპოვებული ისტორია, ცნობიერება და რწმენა, რომელიც თურქი ერის ხასიათად ითვლება. ერის მამაცმა შვილებმა შეიგრძნეს რაღაც საგანგებო ვითარების წარმოქმნა. დაიწყეს სოციალური მასმედიის საშუალებით ორგანიზება, შემდეგ კი პრემიერ მინისტრის ბინალი ილდირიმისგან შეიტყვეს, რომ ეს არის  “არმიაში ერთი ჯგუფი, მცირე და მუხანათი ადამიანების პუტჩის მცდელობა და ისინი მიიღებენ საკადრის სასჯელს“.

ამას მიჰყვა მეჩეთების მინარეთებიდან ლოცვების და მოხმობების ხმა, მუხანათი პუტჩის ძირითად სამიზნედ ქცეული ბატონ ერდოღანის, სატელევიზიო არხებიდან ხალხისადმი მოწოდება:-„გადით ქალაქის მოედნებზე, აეროპორტებში, ერის ძალაზე დიდი ძალა არ არსებობს“. აი, სწორედ ამან შეუქმნა პირობა იმ საშიში და ბნელი ღამისა და მუხანათური პუტჩისტური მცდელობის დასრულებას.

პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდებით, რომ ქუჩებსა და მოედნებზე, იქიდან კი ყველა ოკუპირებულ ადგილებზე გავიდნენ და წინ აღუდგნენ ოკუპანტ ძალებს, ხალხის ნიაღვარი  გამოეფინა ქუჩებში. ისინი ლოცვით და რწმენით, უშიშრად აღუდგნენ წინ ტანკებს, შვეულმფრენებს, ტყვიებს, ბომბებს. ვერაგმა პუტჩისტებმა ცეცხლი გაუხსნეს, ბომბები ესროლეს ქუჩებში გამოსულ უიარაღო ადამიანებს.  სტამბოლის და ანკარის ჩათვლით მთელ თურქეთში, განწირული იქნა 248, დაშავდა 1.537 ადამიანი.

თურქეთმა, 16 ივლისს, როცა გაიღვიძა, პუტჩისტების დანებების, გმირი თურქი ხალხის ტანკებთან გადაღებული სელფები და აქინჯის საჰაერო ბაზაზე დატყვევებული მეთაურების დახსნის კადრები ნახა.  იმ დღეს საღამოს საათებამდე ყველა სახელმწიფო დაწესებულება, პროსპექტები და ქუჩები ამ სამშობლოს მოღალატეებისგან გათავისუფლებული იყო. ამიტომაც, 15 ივლისი ერთი ერის ხელმეორედ დაბადებას ნიშნავს. თურქმა ხალხმა, როგორც ჩანაქქალეში მტერს არ მისცა სტამბოლისკენ გასვლის უფლება, ასევე 15 ივლისსაც არ მისცა ქვეყნის დანაწევრების უფლება. იმ დღეს ყველა თურქი ბავშვი ახალგაზრდა, ახალგაზრდები კი ზრდასრულები გახდნენ. იმ დღეს თურქეთის დროშა ცა გახლდათ, მინარეთებიდან წაკითხული სელა (მოხმობა) ეროვნული ჰიმნი, ხოლო   თექბირები კი პაროლი გახლდათ.

დიახ, ანატოლია კიდევ ერთხელ ჩვენი შეჰიდების და ვეტერანების სამშობლოდ გადაიქცა. იმ დღეს ერთი ლიდერის ირგვლივ შეკრებით ერთიანობა და გამარჯვება მოვიპოვეთ. იმ დღეს მტერი დამარცხდა, ჩვენ კი გავიმარჯვეთ და გავძლიერდით. იმ დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ ეროვნული ჰიმნი ერთად დგომით როგორ იწერებოდა. იმ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ  დავრწმუნდით, რომ ერთად დგომით სამშობლოს, დროშის და ეზანის დაცვა თუ როგორ შეიძლებოდა. იმ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მტერს, თუ როგორია ძლიერი და ერთიანი ქვეყანა. იმ დღეს ჩვენ მსოფლიოს კიდევ ერთი გაკვეთილი ჩავუტარეთ!



მსგავსი ინფორმაციები