ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების თარიღი გამოაცხადა

“როცა ტერორს დავამარცხებთ, საგანგებო მდგომარეობას გავაუქმებთ“

ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების თარიღი გამოაცხადა

 

ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ანკარის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით: “15 ივლისი-ადამიანის უფლებების დარღვევის თარიღი“ და თქვა, რომ როცა ანტიტერორისტულ ბრძოლაში წარმატებას მიაღწევენ და ტერორს დაამარცხებენ, საგანგებო მდგომარეობას მყისვე გააუქმებენ.

მისივე თქმით,  ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს მხრიდან განხორციელებული სისხლიანი პუტჩის მცდელობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, რადგან ანკარა ამ პუტჩის დამგეგმავების, ორგანიზატორების და ქვეკონტრაქტორების წინააღმდეგაც იბრძვის.

მანვე მკაცრად დაგმო დასავლეთი, რადგან, ისინი ხმას არ იღებენ ასეთივე საგანგებო მდგომარეობის საფრანგეთის მხრიდან გაგრძელებაზე, როცა თურქეთის მხრიდან გაგრძელებაზე ერთ ვაი-უშველებელს ტეხენ



მსგავსი ინფორმაციები