თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 26/ 2017

აშშ-ი, ტრამპის ეტაპი და ევრაზია

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 26/ 2017

აშშ-ი, ტრამპის ეტაპი და ევრაზია

დიდ დაინტერესებაა გამოჩენილი იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს ევრაზიაში 20 იანვარს, აშშ-ის ხელისუფლებაში მოსული ტრამპის ადმინისტრაცია.

ამ კვირის პროგრამაში გავაანალიზებთ ტრამპის ხელისუფლების ევრაზიის პოლიტიკას და მის ზეგავლენას რეგიონზე.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        თურქეთის და თურქული რესპუბლიკების ცენტრში მდებარე ევრაზიის გეოგრაფია ერთ-ერთი ის ტერიტორიაა, რომელზეც თვალი უჭირავს  მრავალ გლობალურ ძალას. არ არის გამორიცხული, რომ წინამდებარე პერიოდში იგი გადაიქცეს გლობალური ძალების სერიოზული ბრძოლის არეალად. აი რატომ  იწვევს დიდ დაინტერესებას როგორ ზეგავლენას იქონიებს 2017 წლის დასაწყისში პრეზიდენტად დანიშნული დონალდ ტრამპის ხელისუფლების აშშ-ის და ევრაზიის პოლიტიკა.

        ევრაზიის გულში მდებარე თურქული რესპუბლიკები და თურქეთი ერთის მხრივ ახლოს აკვირდებიან რეგიონში დაპირისპირებულ სუპერ ძალებს შორის ბალანსს, მეორეს მხრივ კი, საჭიროებენ საზღვრის მიღმა თავიანთი ინტერესების დაცვის გაიოლების სტრატეგიას. ამიტომაც მეტად მგრძნობიარენი არიან არა მარტო გარეშემო მიმდინარე მოვლენების, არამედ გლობალური აქტივისტების წარმართული დინამიური პოლიტიკის მიმართ. თურქეთს და თურქულ რესპუბლიკებს, რომელთაც გეო კულტურა და გეოპოლიტიკა სპეციალურ თვისებებს სთავაზობს, ერთზე მეტ რეგიონულ სისტემაში გააჩნიათ ცოტად თუ ბევრად ზეგავლენის პოტენციალი.

 ამიტომაც იძულებულნი არიან ახლოს დააკვირდნენ როგორც დაინტერესების მომცველ გეოგრაფიაში, ისე მსოფლიო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს.

 კითხვის პასუხი როგორ პოლიტიკას გაატარებს ტრამპის ადმინისტრაცია ევრაზიის გეოგრაფიულ არენაზე, მეტად მნიშვნელოვანია თავად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც.

ცხადია, რომ ამჟამად მიმდინარე გაურკვევლობა ერთხანს ისევ გაგრძელდება. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 იანვარს ვაშინგტონში გახსნილი ახალი გვერდი აშშ-ის და მსოფლიოს თვალსაზრისით, შეიძლება მტკივნეული ეტაპის დასაწყისი გახდეს.  წინამდებარე წლებში, ამ ცვლილების ზეგავლენა შეიძლება შეიმჩნეს კიდეც მსოფლიოს მრავალ კუთხეში.

 მათ შორის იქნება თურქესტანი, რომლითაც ახლო დაინტერესებას იჩენს თურქეთიც.

        აშშ-ი, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელგაშლილი დანახარჯების ლიდერობას, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე სუპერ ძალის მაგვარ საქმიანობას არჩევს. ამის სანიმუშო მაგალითად ითვლება აშშ-ის ტრანს-წყნარი ოკეანის თანა კომპანიონობიდან გასვლა.  ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთი ეკონომიკური ინიციატივა გახლდათ ავსტრალიის, ბრუნეი ჰიდარიუს სახელმწიფოს, კანადის, ჩილეს, იაპონიის, მალაიზიის, მექსიკის, ახალი ზელანდიის, პერუს, სინგაპურის, აშშ-ის და ვიეტნამის ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის შეფასების და ახალი წესების შემოღების მიზნით. თვის.  ეს ქვეყნები მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (GSYİH) 40 %-ს შეადგენენ. ფონდის აქტივების მართვა (TPO),  წყნარ ოკეანეში ერთი ბაზრის შექმნის გზით, სავაჭრო ტარიფების შემცირებით და საერთო წესების განსაზღვრით, 12 ქვეყნის ვაჭრობის და ინვესტიციისთვის უფრო  ხელსაყრელი გარემოს შექმნას მოიცავს.

TPO-ს შექმნით, მოსალოდნელი იყო ჩინეთის გლობალური ეკონომიკური წესების ჩამოყალიბების შეზღუდვა, მშრომელების, ეკოლოგიის უფლებების დაცვისთვის სტანდარტების განსაზღვრა და აშშ-ის ახალ ბაზრებში შესვლის უზრუნველყოფა. მხარეებმა TPO-ს შექმნის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევიდა, ხელი მოაწერეს წევრი ქვეყნების დადასტურების შემდეგ, 2016 წლის 4 თებერვალს. თუმცა, 2017 წლის 23 იანვარს საარჩევნო კომპანიების დროს მიცემული დაპირების კვალდაკვალ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა თავისი ქვეყნის TPO-დან გასვლის გადაწყვეტილებას.

        აშშ-ის თურქესტანის პოლიტიკაში,  გეოგრაფიული გარემოს სუპერ ძალებისადმი მიმართული სტრატეგიები ქმედითი ფაქტორია.  აშშ-ი თურქული რესპუბლიკებთან დაკავშირებით თავის ნაბიჯების გადადგმას და დაგეგმვას ახდენს მოსკოვის და პეკინის გავლენის გათვალისწინებით. თურქესტანის გეოპოლიტიკისთვის რუსეთის, ჩინეთის და სხვა მნიშვნელოვანი მეზობლების გათვალისწინებით შეფასება, თავისებურ გავლენას ახდენს როგორც ამ ქალაქებთან ურთიერთობებზე, ისე თურქულ რესპუბლიკებზე. ამგვარად, აშშ-ი, როცა თურქესტანს უყურებს, იქ ხედავს რუსეთს და ჩინეთსაც. ჩინეთის და რუსეთისადმი მიდგომას და ცვლილებას თავისებური შედეგები მოაქვს თურქესტანზეც.

 ავტორი წერს, რომ, წინამდებარე პერიოდში, არავითარ რადიკალურ ცვლილებას არ ელის აშშ-ის ევრაზიის და თურქესტანის პოლიტიკაში.         მაგრამ უკანასკნელ 12 წელიწადში, პირველად, ერთმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტის კანდიდატმა მოახდინა არჩევნების წინ ცენტრალური აზია/თურქესტანთან დაკავშირებით განცხადების გავრცელება.  ეს შეიძლება მიმანიშნებელი იყოს იმისა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში გაიზრდება ცენტრალური აზიისადმი ყურადღება და დაინტერესება.

უკანასკნელ წლებში ევრაზიაში იზრდება ანტი ამერიკული მოძრაობა.  ამის საპირისპიროდ აშშ-ი გამოიყენებს უფრო რბილი ძალის ელემენტებს და არ გადაუხვევს დემოკრატიის წახალისების პოლიტიკას. აშკარაა, რომ თურქესტანიდან თურქეთამდე გამავალი სარტყელის მნიშვნელობა გაიზრდება არა მარტო აშშ-ისთვის, არამედ ყველა ძირითადი მოთამაშე სუპერ ძალებისთვის.

        ეს სარტყელი დიდი საბრძოლო არენა გახდება. მაშინ, როცა ყველა მხარისთვის დიდი ღირებულება ეძლევა ევროპის და ჩინეთის დამაკავშირებელ “თურქულ სარტყელს”, ამავე დროს იგი გადაიქცევა  ძალადობრივი ბრძოლის არეალად.  შეიძლება დღეს ვცხოვრობთ თურქეთის და თურქული სამყაროს ბედის ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დამაკავშირებელი დიდი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პირველ ეტაპში.

ეს გახლდათ,ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 



მსგავსი ინფორმაციები