დღეს ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაული აღინიშნება

ამ დღეს მიეცა სტარტი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას

დღეს ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაული აღინიშნება

დღეს 19 მაისია, ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაული.

მუსტაფა ქემალ ათათურქმა თურქი ხალხის დამოუკიდებლობის გზაზე პირველი ნაბიჯი 1919 წლის 19 მაისს გადადგა, როცა ქალაქ სამსუნში ჩამოვიდა და სტარტი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ამიტომაც 98 წლის წინ გადადგმული ეს ნაბიჯი გარდამტეხი იყო თურქი ერის მიერ ოსმანეთის საიმპერატოროს ადგილზე ახალი თურქული სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის შექმნის გაზაზე.

19 მაისისადმი მიძღვნილი პირველი ღონისძიება დედაქალაქ ანკარაში, ათათურქის მავზოლეუმში გაიმართა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აქიფ ჩაღათაიმ მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ათათურქის მავზოლეუმი-ანითკაბირი ყვავილებით შეამკო, რის შემდეგაც მავზოლეუმის საპატიო დავთარში ჩანაწერი გააკეთა.

დღეს შუადღისას მინისტრი  ანითთეპეს სპორტულ კომპლექსში ახალგაზრდებს შეხვდება.

პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი კი ქვეყნის 81 ოლქიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს უმასპინძლებს.

19 მაისი საზეიმოდ აღინიშნება ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ, სხვა მონათესავე თურქულენოვან რესპუბლიკებში და კიდევ თურქეთის უცხოეთში მოქმედ წარმომადგენლობებში



მსგავსი ინფორმაციები