19 მაისის მისალოცი მესიჯები თურქეთის ლიდერებისგან

სამსუნში დანთებული თავისუფლების და დამოუკიდებლობის კოცონი მარადიულია

19 მაისის მისალოცი მესიჯები თურქეთის ლიდერებისგან

ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა, პარლამენტის თავჯდომარემ და პრემიერმინისტრმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს.

“19 მაისი თურქი ერის ხსნის დღეა და ამ საამაყო თარიღს თურქი ახალგაზრდობა დიდი შემართებით აღნიშნავს. სამსუნში დანთებული თავისუფლების და დამოუკიდებლობის კოცონი მარადიულია და ახალგაზრდობა არასოდეს ჩააქრობს ამ კოცონს“, ხაზგასმულია პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაში.

პარლამენტის თავჯდომარის, ისმაილ ქაჰრამანის მესიჯში აღნიშნულია, რომ 19 მაისი უბრალო თარიღი არ არის, არამედ იმპერიალიზმის წინააღმდეგ ამხედრების, ეროვნული იდენტობის და თვითმყოფადობის დაცვის დღეცაა.

პრემიერმა ილდირიმმა სოციალური მედიით მიულოცა თურქ ხალხს ეს დღე და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თაობებიც ღირსეულად გააგრძელებენ ათათურქის გზით სვლას.

მსგავსი შინაარსის მესიჯები გაავრცელეს და თურქ ერს 19 მაისი მიულოცეს ასევე ოპოზიციის ლიდერებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აქიფ ჩაღათაიმ და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა.    



მსგავსი ინფორმაციები