ჩავუშოღლუმ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიაში დღის წესრიგი შეაფასა

ჩავუშოღლუმ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიაში დღის წესრიგი შეაფასა

ჩავუშოღლუმ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიაში დღის წესრიგი შეაფასა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიაში დღის წესრიგი შეაფასა და განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობისგან იმის პირობა მიიღეს, რომ ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სორიის ფრთა YPG-ზე მიცემული  იარაღები თურქეთის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული. მან პრეზიდენტ ერდოღანის 16 მაისს აშშ-ში განხორციელებული ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ერდოღანმა მოპასუხე მხარეს თავისი მესიჯები მტკიცედ აუწყა. მინისტრი დღის წესრიგის შეფასების დროს დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სადაც ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სორიის ფრთა YPG-ს წევრები იქნებიან, იმ პირობებში ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ოპერაციებში. ჩავუშოღლუმ ერდოღანის სიტყვები „YPG-ს მხრიდან თურქეთზე ნებისმიერი სახის თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების წარმოების წესების ფარგლებში შესაბამის პასუხს გავცემთ“ გაიხსენა და დამატა, რომ თურქეთის ასეთ მიდგომას აშშ-ს მხრიდან არავინ შეწინააღმდეგებია. იგი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) ლიდერის თურქეთზე ექსტრადაციის საკითხსაც შეეხო და განაცხადა: „ჩვენი მთავარი მოლოდინი მისი ექსტრადაციაა.  ჩვენ მოპასუხე მხარეს მის მიმართ აშშ-ში სასამართლო პროცესის აღძრა  და  ექსტრადაციის განხორციელებამდე დაპატიმრება შევთავაზეთ. მოპასუხე მხარემ კი გაგვიცხადა, რომ ჩვენს მოთხოვნას შეაფასებენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლოს თურქეთ გერმანიას შორის არსებული დაძაბულობაც შეაფასა და განაცხადა: „გერმანია, ჩვენ რაც გვსურს იმას გავაკეთებთ, თურქეთის წინააღმდეგ ასეთ დამოკიდებულებას უნდა დაანებოს თავი. თქვენ ორმაგ სტანდარტიან პოლიტიკას ჩვენ არ დავემორჩილებით. თურქეთს როგორც ზედამხედველი, ისე კი ნუ მიუდგებით, არამედ როგორც მეგობარი ისე მიუდექით. ინჯირლიქის სამხედრო ბაზაზე მათ ისურვეს ჩამოსვლა და თუ ახლა წასვლას ისურვებენ, ესეც მათი ნებაა, ჩვენც მათ მშვიდობით, ვეტყვით.“



მსგავსი ინფორმაციები