თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 19/ 2017

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (AGİT)  თურქეთის რეფერენდუმის მოხსენება

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 19/ 2017

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 19/ 2017

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (AGİT)  თურქეთის რეფერენდუმის მოხსენება: პრეტენზიები და ფაქტები.

თურქეთი, საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, 16 აპრილს რეფერენდუმზე წავიდა, რის შემდეგაც,  ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ რეფერენდუმის შესახებ საანგარიშო მოხსენება გაავრცელა.

 ამ კვირას ჩვენც გავაანალიზებთ სწორედ  ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გამოთქმულ ზოგიერთ  იდეებს. 

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

  კონსტიტუციის და მისი ამოქმედების ორი ქვესათაური, თურქეთში კარგა ხანია ყველაზე მნიშვნელოვან საკამათო საკითხად იყო გადაქცეული. ამიტომაც, თურქეთი 16 აპრილს რეფერენდუმზე წავიდა, რის შემდეგაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გაავრცელა საანგარიშო მოხსენება, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობის  არა რეალურ იდეებს.

მასში, არც მოხსენების სტილი და არც გამოთქმული პრეტენზიები არ უხდება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მსგავს ორგანიზაციას, რომელმაც რეფერენდუმისთვის, თურქეთში გააგზავნა 73 დამკვირვებელი.  მაგრამ მათ არ გააჩნდათ ის დამოუკიდებლობის და მიუმხრობლობის თავისებურება და მიდგომა, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეთ. მხედველობას არ გამორჩენია, რომ ისეთი დამკვირვებლები, როგორებიც იყვნენ გერმანელი ანდრეი ჰუნკო, ესპანელი ლორენა დე ლაკალე და ავსტრიის მოქალაქე ზარიფე იალთინი, პკკეს ორგანიზაციის მხარდამჭერები იყვნენ და რეფერენდუმის კამპანიის პროცესში აქტიურად შეუერთდნენ რეფერენდუმის მოწინააღმდეგე კომპანიებს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საანგარიშო მოხსენებაში, ადგილი ეთმობა მხოლოდ რეფერენდუმის მოწინააღმდეგე კომპანიის წარმმართავი პოლიტიკური პარტიების არგუმენტებს. აშკარად ჩანს, რომ იგი მომზადებულია მარგინალური ჯგუფების მხრიდან.

        მათი იდეებით და ცნობით, რეფერენდუმის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ამომრჩევლებისთვის არ მომხდარა მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიწოდება რის გამოც, შეუძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა.

ეს არ არის სწორი. ამ სახის არჩევნებში მიუმხრობლობის ინფორმაციის შექმნის მოვალეობა ეკისრება  არა საჯარო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, არამედ სამოქალაქო სექტორს და მედიის მსგავს ორგანიზაციებს. თურქეთის საჯარო ორგანიზაციებს, საკითხთან დაკავშირებით არ შეუქმნიათ რაიმე დაბრკოლება, პირიქით,  მიუმხრობელი და ობიექტური მაუწყებლობისთვის შექმნეს შესაფერისი ატმოსფერო.

მაგალითად, თურქეთის ყველაზე ძლიერმა და გავრცელებულმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, როგორიცაა, თურქეთის ადვოკატთა გაერთიანება, აქტიური კამპანია წამოიწყო სახელმწიფო მასშტაბით  რეფერენდუმის საწინააღმდეგოდ.

        ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წამოყენებული იდეებით,  თითქოსდა თურქეთის საარჩევნო კანონმდებლობა იმ,  მოქალაქეებს, რომელთაც კავშირი არა აქვთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან და  პარტიებთან,  საშუალებას არ აძლევს დამკვირვებლის სახით მონაწილეობას, რაც უსაფუძვლო იდეაა. არ არსებობს ასეთი შესწორება.

        ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთ სხვა იდეას წარმოადგენს ის, რომ მედიაში ფართო ადგილი დაეთმო მხოლოდ დომინანტურ პარტიას და შეზღუდვებმა შეფერხება შეუქმნა ამომრჩევლებისთვის პლურალისტური იდეების მიწვდომას, რაც არ არის სწორი, იმიტომ, რომ  ათეულმა მრავალ ტირაჟიანმა გაზეთმა და ტელე არხმა  ფართო ადგილი დაუთმო უარის კამპანიებს. ჩაატარა აქტიური გადაცემა. რეფერენდუმისთვის უარის კამპანია წამოიწყეს ევროპის ჩათვლით, დასავლეთის თითქმის ყველა მედიამ. შეეცადნენ თურქი ამომრჩევლების თავიანთი გავლენის ქვეშ მოქცევას.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (AGİT) ერთ-ერთი სხვა იდეით, წინადადებებში შეტანილი არც ერთი ცვლილება არ შესულა რეფერენდუმსა და საარჩევნო ბიულეტენებში. მხოლოდ გამოითქვა მოთხოვნა, უბრალოდ თქვან ან დიახ, ან არა.

ამ იდეით ნათელი ხდება, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (AGİT), არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირში მოქმედი კანონის შესახებ.  ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნების რეფერენდუმში ამომრჩეველისთვის ცნობილია დიახ ანდა არას არჩევანი და ამ მეთოდს პლებისციტს უწოდებენ. იგი ფართოდ გამოიყენება განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილებების დროს.

აშკარაა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (AGİT), ეს კრიტიკები და იდეები არ არის კეთილსინდისიერი, იმიტომ, რომ რეფერენდუმის ბარათი ოთხი თვის წინ, წარედგინა თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს და მიღების შემდეგ თითქმის ყოველ დღე და ყველა პლატფორმაზე გახდა დებატების საკითხი. 

        ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (AGİT), ერთ-ერთი იდეით, რეფერენდუმი ჩატარდა საგანგებო სიტუაციის დროს, როცა  შეზღუდული იყო ძირითადი თავისუფლება, რაც კვლავ უსაფუძვლოდ ითვლება. ჯერ ერთი, საგანგებო მდგომარეობა ეს არის მართვის სტილი, რომელიც დაშვებულია საჭიროების შემთხვევაში ყველა დემოკრატიულ და კანონის უზენაესობის მქონე სახელმწიფოში.  იგი საჭიროა სახელმწიფოში დემოკრატიისთვის საფრთხის შემქმნელი ელემენტების წინააღმდეგ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და  საჭირო სამართლებრივი ღონისძიებების გასატარებლად. თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და პკკა/დეაშ/ფეტოს მსგავსი მრავალი ტერორისტული ორგანიზაციების წარმოქმნილი საფრთხე აუცილებელს ხდის საგანგებო სიტუაციას, რომელიც არავითარ გავლენას არ ახდენს ადამინების ცხოვრებაზე. იგი გამოიყენება ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.  საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მომხდარა ინდივიდების არჩევნების უფლებების ჩათვლით, პოლიტიკურ უფლებებთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა.

გარდა ამისა, მაშინ, როცა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (AGİT), არავითარი შეშფოთება არ გამოუთქვამს საფრანგეთში,  მეხუთედ გამოცხადებული და 2017 წლის 15 მაისამდე გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პროცესში ჩატარებული და მომდევნო ეტაპში ჩასატარებელი არჩევნების შესახებ, თურქეთთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის სისტემატიურად დღის წესრიგში ჩაყენება ეს ნიშნავს იმას, რომ იგი არა რეალურად უდგება საკითხს და მასში რაღაც მიზეზს ეძებს.

ეს გახლდათ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 

 


საკვანძო სიტყვები: მოხსენება , ეუთო , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები