აქტუალური თემის ანალიზი 18

თურქეთსა და რუსეთს შორის "პარტნიორული ურთიერთობების“ ეპოქა

აქტუალური თემის ანალიზი 18

როგორც ცნობილია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 3 მაისს, საკურორტო ქალაქ სოჭაში მიიღო თავისი თურქი კოლეგა ერდოღანი და ამით ახალი ერა დაიწყო ორი ქვეყნის ურთიერთობებში. ამ შეხვედრის დროს ლიდერებმა განიხილეს რა ენერგეტიკის, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიის, ტურიზმის, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოების საკითხები, წვრილმანი უთანხმოებების გარდა, თითქმის ყველა საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს. პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს და ხაზი გასვეს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში ნორმალიზაციის პერიოდი დასრულდა და უფრო უმაღლეს დონეზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე გადადიან. ნორმალიზაციამდე მისვლამდის კი ორივე ქეყანამ დიდი ჯაფა და მცდელობა გამოიჩინა, რადგან, თურქების მხრიდან რუსული გამანადგურებლის ჩამოგდებამ ძალიან დაძაბა მათ შორის ყოველგვარი ურთიერთობები რა, ურთიერთნდობის აღდგენასაც თვეები დასჭირდა

         თუ გადავხედავთ ორი ქვეყნის ისტორიას, დავინახავთ, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობები ყოველთვის აღმავალ-დაღმავალი იყო და ორივე ქვეყანა ევრაზიის ისტორიული და გეოგრაფიული სიღრმის მფლობელ ძლიერ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. ამასთან, რუსეთი თუ გლობალურ ძალას წარმოადგენს, თურქეთიც ცდილობს შევიდეს ამ გლობალურ ძალაში. აღმავალ-დაღმავალი იყო ამ ორ ქვეყანას შორის ბოლო 2 წელიწადიც, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის ნოემბერში თურქებმა, საჰაერო სივრცის დარღვევის ბრალდებით რუსული გამანადგურებელი, SU-24 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რამაც ახალი დიდი კრიზისი წარმოშვა. ამას გასული წლის დეკემბერში რუსეთის თურქეთში ელჩის, ანდრეი კარლოვის ანკარის ერთ ერთ საგამოფენო დარბაზში მკვლელობა მოჰყვა. მოსკოვი და ანკარა ასევე უარყოფითად ეკიდებიან ერთმანეთს სირიაში ზოგიერთი ქმედებების გამო და აი, ეს ყველაფერი რუსეთ-მოსკოვს შორის პოლიტიკურ და სტრატეგიულ პრობლემებს ჰქმნის

თუმცა ამ ქვეყნებს შორის ზოგჯერ გამოუვალი მდგომარეობის გამო დაახლოებებიც ხდება. ასე მაგალითად, ყირიმის ანექსიისა და უკრაინის პოლიტიკის გამო ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთს პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, ნატომაც ახლიდან გაუკეთა კონცენტრაცია თავის ძალებს პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, რამაც მოსკოვს ალტერნატიული გზების ძიება აიძულა და მის ფარგლებში ევრაზიის ბლოკის გაძლიერება დაიწყო და თავისდაუნებურად ამან მისი ანკარასთან დაახლოება აიძულა. იგივე დასავლეთმა თურქეთის მიმართაც მსგავსი ზეწოლები განახორციელა, მოკავშირე და პარტნიორი თურქეთის მაგივრად პკკ-ას და ფეტოს ტერ ორგანიზაციების მხარე დაიკავა, რამაც ამჯერად ანკარა აღაშფოთა და მანაც ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო რა, გეზი მოსკოვისკენ იცვალა

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბოლო პირისპირი შეხვედრა პუტინ-ერდოღანს შორის 3 მაისს სოჭში შესდგა და მანამდის ისინი გასული წლის აქეთ ხუთჯერ შეხვდნენ  ერთმანეთს. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის მინისტრთა და დელეგაციათა შორისო შეხვედრებიც გახშირდა, რასაც სამხედრო მაღალჩინოსანთა ურთიერთ ვიზიტებიც დაემატა და აი ამ ყველაფერმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახლიდან დაათბო    

ორ ქვეყანას შორის პრობლემები განსაკუთრებით შესამჩნევია სამხედრო, სტრატეგიული და უსაფრთხოების სფეროებში, რაც ძირითადად ვლინდება სირიის საკითხში. მოსკოვი სამხედრო და ლოგისტიკურ დახმარებებს უჩენს ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიულ განშტოება PYD/YPG-ს, რომელსაც ანკარა ასევე ტერორისტულად მიიჩნევს, ხოლო ამის პარალელურად რუსეთი თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სირიის ჩრდილოეთში წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლასაც ეწინააღმდეგება. აქ მისასალმებელი მხოლოდ ისაა, რომ სირიის პოლიტიკაში არსებული ეს უთანხმოება ამ ორი ქვეყნის სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას არ აფერხებს, რაც საბოლოო ჯამში დადებით ზეგავლენას ახდენს ორი ქვეყნის საერთო ურთიერთობებზე

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც დიპლომატიაში  ძალიან ძლიერი ტრადიციები აქვს, ამიტომაც დიდ ქვეყნებთანაც და პატარა ქვეყნებთანაც ეფექტურად იყენებს ამ დიპლომატიას. აქედან გამომდინარე ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ განსახორციელებელი პოლიტიკა ბალანსზე და მრავალ ფუნქციური დიპლომატიის შემცველ პარადიგმაზე უნდა იყოს დაფუძნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ბალანს დარღვეულ ამ პოლიტიკას უყოყმანოდ თავისი სასარგებლოდ და მეტოქის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს, წერს თურქი პოლიტოლოგი, პროფესორი მუსტაფა სიტკი ბილგინი



მსგავსი ინფორმაციები