პრემიერი,23 აპრილი, ბავშვების მიღება

პრემიერმა მიიღო, თრტ-ს 30-ე, საერთაშორისო დღის 23 აპრილის ბავშთა ზეიმზე მონაწილეობისთვის, 26 სახემწიფოდან ჩასული ბავშვები,

başbakan 23 nisan çocukları2.jpg
başbakan 23 nisan çocukları1.jpg

პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ჩანკაიას კოშკში მიიღო, თრტ-ს 30-ე, საერთაშორისო დღის 23 აპრილის ბავშთა ზეიმზე მონაწილეობისთვის, 26 სახემწიფოდან ჩასული ბავშვები, რომლებიც წარმოდგენებით და ცეკვებით წარსდგნენ პრემიერის წინაშე.

პრემიერმა თავის მოხსენებაში ყველაზე ძვირფასი სტუმრები უწოდა ბავშვებს და აღნიშნა, რომ მისი სურვილია 23 აპრილი, ეროვნული ჰეგემონობის და ბავშვთა დაცვის დღე ბედნიერების, სიხარულის და მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს მსოფლიოს ბავშვებისთვის. 23 აპრილის ბავშვთა დღე, მხოლოდ თურქეთში აღინიშნება საერთაშორისო მნიშვნელობით. 23 აპრილი ამავე დროს არის თურქეთის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვების აღმნიშვნელი დღე. ამ დღეს, თურქეთი მასპინძლობას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებს, ეწყობა მშვიდობის, სიყვარულის და ძმობის ზეიმი. ნეტა დიდ ადამიანებსაც შეეძლოთ ერთად თავმოყრა და ასეთი ზეიმის აღნიშვნა. ნეტა შეეძლოთ უმანკო ბავშვების სიკვდილისთვის შეფერხების შექმნა. ბავშვებივით სუფთა სამყაროს, ყვავილების ბაღად გადაქცევა. მადლობას უძღვნიან 23 აპრილის თურქეთის რესპუბლიკის ბავშვებისთვის არმაღანად მბოძებელ ბელადს მუსტაფა ქემალ ათათურქს.

დაე, ბავშვების ცხოვრების ყველაზე ლამაზი მოგონება ყოფილიყოს დღევანდელი დღე.   შემდეგ კი, ასე მიმართა ბავშვებს:-„ბავშვებო, ნურასდროს დაივიწყებთ თურქ თქვენს თურქ მეგობრებს, ძმებს, ყოველთვის გაგვიხსენეთ ჩვენც და დღევანდელ დღეც, ერთმანეთთან მესიჯებით იქონიეთ ურთიერთობა. უფრო განამტკიცეთ თქვენი მეგობრობა.  თქვენი მეგობრობა უფრო ლამაზ და მშვიდობიან მსოფლიოდ გადააქცევს მომავალში თქვენთვის დანატოვარ მსოფლიოს".

მან წარმატება მშვიდობა ნათელი მომავალი უსურვა ბავშვებს გამოთქვა სურვილი არ მოხდეს არც ერთ ბავშვის მიმართ უსამართლობა,  არ იტირონ ბავშვებმა, ნუ შეწუხდებიან მათი მშობლები.

ამავდროულად, TRT საერთაშორისო 23 აპრილის საერთაშორისო დღის ზეიმთან  დაკავშირებით განვითარებული მოვლენებისთვის თვალის მიდევნება შეგიძლიათ შემდეგი მისამართების საშუალებით:  "www.trt23nisan.com" სოციალური ქსელის მისამართებია "instagram.com/trt23nisan", "twitter.com/trt23nisan" და "facebook.com/TRT23Nisan" .


საკვანძო სიტყვები: 23 აპრილი , მიღება , კოშკი , პრემიერი

მსგავსი ინფორმაციები